workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსმა და ნიკო გონსალესმა ესპანიოლთან მატჩი დისკომფორტით დაასრულეს

ბუსკეტსმა და ნიკო გონსალესმა ესპანიოლთან მატჩი დისკომფორტით დაასრულეს

“ბარსელონას” ორმა ნახევარმცველმა “ესპანიოლთან” გუშინდელი შეხვედრა (1-0) დისკომფორტით დაასრულა – წერს Mundo Deportivo. 

ჟურნალისტ ანხელ პერესის ცნობით, სერხიო ბუსკეტსს კუნთის პრობლემა აქვს. “ბარსას” ვეტერანი ფეხბურთელი ჩავი ერნანდესმა 78-ე წუთზე რიკი პუჩმა ჩაანაცვლა. 

ამ ეპიზოდიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, ნიკო გონსალესი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს შეეჯახა და კოჭი გადაიბრუნა, რამაც თამაშის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა. 

როგორც მოსალოდნელია, კლუბის ექიმები ორივე ფეხბურთელს გამოკვლევებს დღეს ჩაუტარებენ. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მოახერხებენ თუ არა ისინი ორ დღეში “ბენფიკას” წინააღმდეგ მოედანზე გასვლას. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (14)

  • MARI=BARCA-fan
    schedule 21 ნოე 2021, 21:56

    ციტატა: me da barca
    ჯადო გვაქვს


    wink blush აშკარად პერესის ნაჩალიჩარია! ::დდდ

  • me da barca
    schedule 21 ნოე 2021, 19:27

    ჯადო გვაქვს

  • dani alves 8
    schedule 21 ნოე 2021, 18:26

    ესღა გვინდოდა

  • Albicelecte
    schedule 21 ნოე 2021, 17:21

    ფრენკი საყრდენზე უნდა დასწიოს ლიგის მატჩში, სხვანაირად არ გამოვა
    2 დღეში ტრამვის აღდგენა ფანტასტიკა მგონია
    რიკის რაც შეეხება, თუ ბურთის მიღებისას გაქცევას და თამაშის მის თავზე აღებას არ ისწავლის, მაშინ სხვა გუნდის მოძებნა მოუწევს
    კოუტინიოზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, მოკლედ, ცენტრი იმაზე უარეს დღეშია, ვიდრე ერთი შეხდვით ჩანს
    აი სად გახდება საჭირო სერხი რობერტო და რატომ არ უნდა გაუშვა ასეთი სტილის ფეხბურთელი

  • nika 54
    schedule 21 ნოე 2021, 17:19

    როგორც მოსალოდნელია, კლუბის ექიმები ორივე ფეხბურთელს გამოკვლევებს დღეს ჩაუტარებენ. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მოახერხებენ თუ არა ისინი ორ დღეში "ბენფიკას" წინააღმდეგ მოედანზე გასვლას.
    როგორც მოსალოდნელი იყო რიგითი შეხვედრა ორი ტრამვით დამთავრდა. ამოცანა გვეკითხება როდის დაუმთავრდება ბარსას ფეხბურთელები როცა 11 კაცის მოგროვებას ვეღარ შეძლებენ.

  • .Gladiator.
    schedule 21 ნოე 2021, 17:04

    ნიკო თითქმის ვერასდროს ამთავრებს თამაშს

  • M10 S9 D11
    schedule 21 ნოე 2021, 16:56

    აუ ამათი ტრავმებიღა გვაკლია რა

  • azulgerana
    schedule 21 ნოე 2021, 16:12

    რას გავს გუნდი ლაზარეთში smile საცოდაობაა ამ ბარსას ყურება.

  • rivaldo80
    schedule 21 ნოე 2021, 16:08

    ამათი გასვლა და გუნდის მოშლა ერთი იყოო ნუ ბუსი ხერხემალია გასაგებია მაგრამ ნიკო უკვე ძალიან მნიშვენელოვანი ფეხბურთელია. გავი ნიკო დაემატება პედრი და ცენტრს შეჭამენ.

  • La Pulga10
    schedule 21 ნოე 2021, 15:58

    ბუსი გვინდა ბენფიკასთან უეჭველი

  • frenkie dejong21
    schedule 21 ნოე 2021, 15:48

    ამ ბიჭს რო დავაკვირდი 90 წუთი თამაში არ შეუძლია
    იმედია გამოასწორებს და არტურივით არ იქნება

  • Andria
    schedule 21 ნოე 2021, 15:41

    ჩავი გაემზადე სათამაშოდ.

  • EL MAESTRO 6
    schedule 21 ნოე 2021, 15:22

    იმედია ბუსკეცი მაინც დაბრუნდება, ძაან საჭიროა მოედანზე

  • cezo45
    schedule 21 ნოე 2021, 15:20

    ასე მგონია მოვა დრო და ნიკო ღირსეულად ჩაანაცვლებს ბუსკეტს.