“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონას” ორი ფეხბურთელის დამატებითაა დაინტერესებული. ცნობები ესპანურ და ბრიტანულ პრესაში ვრცელდება.
“იუნაიტედისა” და უსმან დემბელეს კავშირის შესახებ აქამდეც ცნობილი იყო – მანჩესტერული კლუბი ყველაზე აქტიურია იმ კლუბებს შორის, რომლებიც ფრანგ ფეხბურთელს “ბარსასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებისგან თავის შეკავებას ურჩევენ. Mundo Deportivo წერს, რომ “იუნაიტედი” დემბელეს დარწმუნებას ისევ დაჟინებით ცდილობს. ხელმძღვანელებს იმედი აქვთ, რომ მისი გაფორმება ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით იქნება შესაძლებელი.
პარალელურად, “ბარსელონა” ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობს, რადგან უსმანის ტრანსფერში კოლოსალური თანხის გადახდის შემდეგ მისი უფასოდ დათმობა ძალიან წამგებიანი იქნება, ჩავი ერნანდესი კი არ გამორიცხავს, რომ მომავალში დემბელესგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჩამოაყალიბოს.
The Independent-ის ინფორმაციით, “მანჩესტერის” სამიზნე ფრენკი დე იონგიცაა. კლუბი ნიდერლანდელი ნახევარმცველის სიტუაციას აქტიურად აკვირდება და მზადაა, ფეხბურთელს ოფიციალური შეთავაზებით მიმართოს, როცა შესაფერისი დრო დადგება. თავის მხრივ, “ბარსა” დე იონგის გაყიდვას არ განიხილავს.




და თუ დე იონგში 80 ლიმონს გადაიხდიან?!
და დემბელეში 15-20?
დე იონგი ცოდოა გასაშვებად, დემბელეში 20 მილიონიც რო მოგვცენ მადლობა ვუთხრათ.
გუნდი, რომლიც 24 წლის ფეხბურთელის გადაბირებაზე ჩალიჩობს და ელოდება იმას, რომ თავისუფალი აგენტი გახდება… უბრალოდ არის მათხოვარი
უღირსი მათხოვარი კლუბი… სიმბოლურად მაინც გადაიხადონ 20-25 ლიმონი ზამთრის ფანჯარაზე, უბრალოდ კოლეგიალობა, თავისსავით კლუბსთან პატივისცემა შეინარჩუნოს
ალ ხალაიფის ეხალისებოდა, როცა 222 ლიმონს იხდიდა ნეიმარში და 180 მბაპეში?! როგორი გადასახდელი იყო?!
დემბელე წაიყვანეთ და კოუტინიოსაც გაგატნევთ და დე იონგი თუ ვერ ათამაშდა მაგიც არაა პრობლემა
დე იონგი წაიყვანეთ ლუკი ოღონდ.ეს ბარსას ბულკები ნახე რა.
დე იონგს თავი დაანებეთ დემბელე წაიყვანეთ და კოუტინიოს მოგცემთ ხურდაში
დემბელე წაიყვანეთ თქვენი იყოს.