“ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, Cadena SER-თან ინტერვიუში პედრი გონსალესის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ პედრის მოედანზე დაბრუნება დღევანდელი მატჩისთვის იყო მოსალოდნელი, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 18 წლის ნახევარმცველმა ტრავმა მიიღო და კიდევ ერთი თვე გაუცდება.
პრეზიდენტის თქმით, პედრი ხელახლა არ დაზიანებულა და ის უბრალოდ პრევენციის მიზნით არ ითამაშებს.
პედრის ტრავმის გართულება არ აქვს. უბრალოდ, ექიმები თვლიან, რომ მისი მოედანზე გაყვანა არ უნდა ვიჩქაროთ. არ გვინდა, რომ გამოჯანსაღების პროცესზე არასწორი ზეგავლენა მოვახდინოთ, რადგან ასეთი ტიპის ტრავმების მოშუშება მოთმინებას მოითხოვს. ამას დრო დასჭირდება.
– განაცხადა ლაპორტამ.




მოკლედ ისე დაგრუზა კუმანმა და ენრიკემაც ეს ბავშვი მთელი წელი, რო ჯერ კიდევ აზრზე ვერ მოვიდა საწყალი.
ე ბიჯო, ძლივს წესიერი მიდგომა მოვისმინე, აბა აქამდე გადაუხვევდნენ ბარძაყს და სახრით გამოაგდებდნენ მოედანზე
კუმან შენ შეგახტა კახური ვირი ზურგზე, ამის და ფატის გადაწვის გამო.
რამდენი ხანიც დასჭირდება იმდენი დაასვენონ და არ გააფუჭონ ტრამვებით ჩვენი golden boy