workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დერბიში სერჟი რობერტოს თამაში თითქმის გამორიცხულია

დერბიში სერჟი რობერტოს თამაში თითქმის გამორიცხულია

მიუხედავად იმისა, რომ სერჟი რობერტოს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში პოზიტიური ცნობები ვრცელდებოდა, კატალონიური TV3-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” 29 წლის ფეხბურთელი კატალონიურ დერბიში მონაწილეობის მიღებისთვის მზად არ არის. 

დიდი ალბათობით, რობერტო “ბარსას” “ესპანიოლის” წინააღმდეგ ვერ დაეხმარება და მოედანზე დაბრუნებას მხოლოდ სამი დღის შემდეგ, “ბენფიკასთან” მატჩისთვის შეძლებს. როგორც ცნობილია, “ბლაუგრანას” მწვრთნელის რანგში ჩავი ერნანდესის სადებიუტო შეხვედრას პედრი გონსალესიც გამოტოვებს. 

კუნთის დაზიანების გამო სერჟი რობერტომ მონაწილეობა “ბარსელონას” ბოლო 3 შეხვედრაში ვერ მიიღო და სანაკრებო პაუზის დროს ესპანეთის ეროვნულ გუნდსაც ვერ დაეხმარა. 

“ბარსა” ლა ლიგის მე-14 ტურში “ესპანიოლს” ხვალ დაუპირისპირდება. მატჩი “კამპ ნოუზე” თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 19 ნოე 2021, 19:42

    3-4 წლის წინ ამაზე იძახდნენ ინიესტას და ბუსკეტსის მერე საუკეთესო ნახევარმცველია გუნდშიო,ინგლისური გუნდები იხდიდნენ 50-60 მილიონს და არ გავუშვით😕

  • EL MAESTRO 6
    schedule 19 ნოე 2021, 17:14

    ვინც ეს კაპიტნად დააყენა იმის ჭკუაში ჩამახედა ერთი, ამის კაპიტნობას შტეგოს ეკაპიტნა, რამდენი ხანია თან ბარსაშია, რობერტო კი ამ ზამთარში ნიუკასლს შევტენოთ სხვა 29 წლის ,,პერსპექტიულ" მოთამაშეებთან ერთად

  • nika 54
    schedule 19 ნოე 2021, 17:07

    წავიდეს ამას ურჩევნია, ხელფასს არ იკლებს და ვარსკვლავებს ვერ წყვეტს ციდან, კაპიტანი კია, მაგრამ კაპიტნის არჩევას რა უნდა.

  • GiorgiM86
    schedule 19 ნოე 2021, 16:41

    ესეთი კაი ამბავი დღეს არც გამიგია 🙂 ნეტა სულ ლაზარეთში იყოს ეს, რადგან გუნდისთვის უკეთესია ამის მოედნის გარეთ ყოფნა