“ბარსელონას” ესპანელი ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, დიდი ალბათობით, “ბენფიკასთან” გასამართ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
As-ის ინფორმაციით, მისი “ესპანიოლთან” თამაში გამორიცხულია, “ბენფიკასთან” კი – თითქმის, გამორიცხული. მან გუნდთან ერთად უკვე ხუთჯერ ივარჯიშა, მაგრამ ახალი სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მას ბოლო ორი თვე გაუცდა, მოედანზე დაბრუნებამდე, გუნდთან ერთად, მინიმუმ, ათი სავარჯიშო სესიის ჩატარება სჭირდება.
სავარაუდოდ, დაბრუნებასთან უსმან დემბელე უფრო ახლოსაა, ვიდრე ანსუ ფატი. ფრანგმა სათამაშო წუთები, შესაძლოა, “ვილიარეალთან” ან “ბეტისთან” გასამართ შეხვედრებში მიიღოს.
ექიმებისგან თამაშის ნებართვას ოთხი ფეხბურთელი მიიღებს: ჟერარ პიკე, ნიკო გონსალესი, ერიკ გარსია და სერჟი რობერტო. კატალონიური დერბი ხვალ, თბილისის დროით, 23:55 საათზე დაიწყება.




კუმანმა გადაწვა ესეც და დემბელე 2 გახადა, კუმანის დედაც …
კაი რასამბობ, ბარსა რომ არაა ახლა კარგ დღეში გასაგებია მაგრამ ბენფიკა ფარჩაკების ბუდეა, არანაირად არაა შეკრული და დაბალანსებული, ბენფიკას ფანმა მითხრა რომ ისე ცუდად თამაშობდა გუნდი რომ მეგონა ბარსა სადღაც 4 ით 0 ს მოგვიგებდაო, ხოდა საიდან მოიტანე ბენფიკას შეკრულობა? შეკრულობა მაქსიმუმ კუჭში ჰქონდეთ და იმედია ბარსა მოუხსნის მაგ პრობლემას🤣
კუმანი არის ღორივით დასაკლავი ამის ასეთ დღესი ჩაგდებისთვის, ერთ ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდაა და უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში
მე-3 ადგილი და ევროპალიგის მოგების შანსი არაა ურიგო იდეა, იქ სუპერლიგის ფინალში ბავარიის დამარცხებაც კარგად გამოიყურება

მე მგონია თუ დემბელე არ გააგრძელებს კონტრაქტს არც უნდა ათამაშონ. ახლა ალბათ წლის ბოლომდე ერთ-ორ თამაშში დადებს თავს რო ყურადღება მიიქციოს და აღარც გაახანგრძლივებს. წყნარად დაელოდება ივნისს რო უფასოდ გადავიდეს და კაი ბონუსიც მიიღოს ამაში. ამაზე მაში უნდა ეფიქრათ, როცა ამან დორტმუნდს დაადო და ვარჯიშებზეც არ დადიოდა თუ ბარსაში არ გაუშვებდნენ. მაშინვე უნდა მიმხვდარიყვნენ რო როგორც დორტმუნდი დაიკიდა ისე დაიკიდებდა ბარსელონასაც. ამათ ხო ნამუსი არა აქვთ ეს უჯიშოები. უმტიტიც და მორიბაც.