”ბარსას” ახალწვეულს დღეს თამაშის დიდი სურვილი აქვს. გვარდიოლამ კი განაცხადა, რომ გამორიცხული არაფერია.
სანჩესმა განაცხადა, რომ თუ მას მიეცემა სათამაშო დრო, ყველანაირად ეცდება თავი გამოიჩინოს და მოიპოვოს კატალონიელების ნდობა. გვარდიოლა : ”მე ჯერ არ გადამიწყვეტია, თუ ვის დავაყენებ ძირითადში, მაგრამ ალექსისი უკვე მზადაა გუნდში სათამაშოდ. იგი ჩინებულ ფორმაშია. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მას ”ბარსას” რიგებში ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. ფეხბურთელმა ჯერ ხალხის ნდობა უნდა მოიპოვოს და შემდეგ მწვრთნელის. ჩილელს ძალიან დატვირთული კვირა ჰქონდა. იგი მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა გუნდთან. ასევე ამ კვირაში იყო ამხანაგური შეხვედრებიც. მე ალექსისს ამ მატჩში არ გავაკრიტიკებ, იმიტომ, რომ ვიცი აბ ბიჭის შესაძლებლობები. თუ მან ამ შეხვედრაში თავი ვერ გამოიჩინა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის ტყუილად ვიყიდეთ. მას მე მთელი ვარჯიში ვაკვირდებოდი. ის მართლაც ჩინებული ფეხბურთელია. ამ თამაში არამარტო სამხრეთ ამერიკელის დებიუტი შედგება, არამედ ფონტასის და ტიაგო ალკანტარასი. ასევე არ გამოვრიცხავ ჯონათან დოს სანტოსის გამოყვანას მოედანზე. ამ ფეხბურთელებიდან ”რეალის” წინააღმდეგ მარტო ტიაგოს აქვს ნათამაშები. ასე, რომ ვთქვათ მას უფრო აქვთ გამოცდილება ვიდრე დანარჩენ სამ ფეხბურთელს.”
