იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო “ბარსელონას” ფეხბურთელების კონტრაქტებთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბი ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს უსმან დემბელესთან, რონალდ არაუხოსა და გავისთან აწარმოებს. რომანო წერს, რომ პაბლო პაეს გავირასთან შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.
როგორც ცნობილია, ახალი კონტრაქტის მიხედვით, 17 წლის ფეხბურთელი “ბარსაში” 2026 წლამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება.
მოთამაშეთაა კონტრაქტების შესახებ დღეს ჟოან ლაპორტამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ.




ამ ბავშვებმა იმედი ჩამისახეს და რომელიმ რომ არ გაამართლონ ტერაქტს მოვუწყობ! დაასრულონ ის რაც დაიწყეს აიყვანონ ბარსა ისევ მწვერვალზე!
ხო რა, ვინმემ არ გამოისყიდოს. 🤔
კაცო, მილიარდიანი ბავშვია და რა მოჟამულსახიანი ფოტო დადეთ, უკეთესი ვერ ნახეთ??? :::დდდდდ
ერთი მილიარდი ცოტა ხო არ არის?
ამ ბიჭს აუცილებლად გაუფორმონ მინიმუმ 5 წლიანი, ძაან კლასნია და მაგრამ დამევასა ამისი თამაში, შემდეგ კი ნიკოს კონტრაქტზეც იმუშავეთ, არც ეგ არაა ხელიდან გასაშვები ტალანტი