workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესის პრესკონფერენცია

დანი ალვესის პრესკონფერენცია

“კამპ ნოუზე” წარდგენის შემდეგ, “ბარსელონას” ახალწვეულმა, დანი ალვესმა პრესკონფერენცია გამართა

“ბარსას” მაისურის კიდევ ერთხელ ტარება დიდი პატივი და სიამოვნებაა. შანსი მაქვს, გუნდს შენებაში კიდევ ერთხელ დავეხმარო. ეს არის სახლი, რომელშიც განსაკუთრებული მომენტებით ცხოვრობ. ამიტომ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი.

ეს დღეები გამორჩეული იყო – გასახდელში შესვლა, ფეხბურთელებთან შეხვედრა, რომლებიც ბრძოლისთვის მზად არიან, ახალგაზრდების ნახვა… ამან თავის ისე მაგრძნობინა, თითქოს სახლში ვიყავი.

ვიმედოვნებ, მათ სიხარულსა და ენთუზიაზმს შევმატებ. ფეხბურთელებმა ნეგატიური პერიოდი გამოიარეს და დროა, ეს შეიცვალოს. ჩვენ არა პრობლემას, არამედ გამოსავალს უნდა ვხედავდეთ.  

ყოველთვის ვამბობდი, რომ ბევრი რამ იცვლება, თუმცა ბრძოლის სურვილი და შემართება უცვლელი რჩება. ახლა ნაკლები თმა მაქვს, მაგრამ სურვილი იგივე რჩება, რადგან კლუბის ისტორიას კარგა ვიცნობ და ვიცი, ის რას წარმოადგენს.
იმისთვის არ დავადებულვარ, რომ მეორე ვიყო, დროის გასაყვანად არ მოვსულვარ. აქ იმისთვის ვარ, რომ ვითამაშო და ვიბრძოლო. ვფიქრობ, ყველაფერს მივაღწევ, რაც მხედველობაში მაქვს. 

მესის დაბრუნება? თუ 2 საათს მომცემთ, მის მოსაძებნად წავალ (იცინის). 

ლეო ყველაზდე დიდებული ფეხბურთელია, ვინც ოდესმე მინახავს, დიდებული მოთამაშეები ყოველთვის ენატრებათ. მისი კიდევ ერთხელ ნახვა შესანიშნავი იქნებოდა, თუმცა ზოგჯერ რაღაცები ისე არ ხდება, როგორც გვინდა.

რა თქმა უნდა, ჩავისთან ვისაუბრე. განაპირა მცველადა და ნახევარმცველად თამაში შემიძლია.
ვფიქრობ, “ბარსაში” კარგი ფეხბურთელები იყვნენ, თუმცა უბრალოდ კარგი ფეხბურთელობა საკმარისი არაა – უფრო მეტი უნდა იყო, ვიდრე უბრალოდ კარგი და კლუბის ფილოსოფია გესმოდეს. 
დესტს ვესაუბრე. ვეცდები, რომ ყველაზე მეტად მას დავეხმარო. ის შესანიშნავი მოთამაშეა. 
ყველაზე გამორჩეული თამაში, რა თქმა უნდა, “ელ კლასიკოა”. “რეალის” წინააღმდეგ თამაში ძალიან მინდა.
ვფიქრობ, დემბელე განსაკუთრებული მოთამაშეა. მან უნდა გაიაზროს, რომ “ბარსელონაში” თამაშობს. ჩემი საქმე უსმანისთვის სწორედ ამის შეხსენება და იმის თქმაა, რომ ის ფენომენალური მოთამაშეა და “ბარსაში” წარმატების მიღწევა შეუძლია.

ადამიანი განვითარებას უნდა ეცადოს. მთელი კარიერის განმავლობაში წინსვლას ვცდილობდი. საკუთარ გზას ყველა თავად ირჩევს. 

გარანტიას გაძლევთ, რომ იმედს არავის გავუცრუებ. აქ “ბარსას” ფანებს წარმოვადგენ. მათ თავი ერთ-ერთ მათგანად მაგრძნობინეს. დაბრუნება გამორჩეული იყო. ყველაფერს იმისთვის ვაკეთებ, რომ მათ სიამოვნება მიიღონ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • me da barca
    schedule 17 ნოე 2021, 22:29

    ეს სათვალე სად დაითრიე დანი?!

  • basa7
    schedule 17 ნოე 2021, 21:49

    ციტატა: nika 54
    ვფიქრობ, დემბელე განსაკუთრებული მოთამაშეა. მან უნდა გაიაზროს, რომ "ბარსელონაში" თამაშობს. ჩემი საქმე უსმანისთვის სწორედ ამის შეხსენება და იმის თქმაა, რომ ის ფენომენალური მოთამაშეა და "ბარსაში" წარმატების მიღწევა შეუძლია.
    ეგ რო აუხსნა ან შეახსენო, მინიმუმ ფრანგულად უნდა უთხრა, ისე ვერ გაიგებს. 4 წელია გუნდშია და 4 სიტყვა არ უსწავლია.


    ისე სასწაული რო მოხდეს და ათამშდეს დემბელე ჰა?:)))))))))))))))))))

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2021, 20:33

    ვფიქრობ, დემბელე განსაკუთრებული მოთამაშეა. მან უნდა გაიაზროს, რომ "ბარსელონაში" თამაშობს. ჩემი საქმე უსმანისთვის სწორედ ამის შეხსენება და იმის თქმაა, რომ ის ფენომენალური მოთამაშეა და "ბარსაში" წარმატების მიღწევა შეუძლია.
    ეგ რო აუხსნა ან შეახსენო, მინიმუმ ფრანგულად უნდა უთხრა, ისე ვერ გაიგებს. 4 წელია გუნდშია და 4 სიტყვა არ უსწავლია.

  • Barca1980
    schedule 17 ნოე 2021, 19:12

    დარწმუნებული ვარ , მომავალი წლიდან დანი სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება . გენიოსია მაესტრო , ფაქტიურად მეორე მწვრთნელი გვყავს მოედანზე და გასახდელში . ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა . კუმანი დღესაც ვერ მიხვდება მაგას , რამხელა საქმეს აკეთებინებს ხავი დანის .

  • La Pulga10
    schedule 17 ნოე 2021, 19:10

    ციტატა: jacky iakovenko
    სუფთა ბრაზილიელი ზალიკო ბერგერია ტიპი იმენა 😂😂😂😍


    ეხლა მაგით მაგარი შეურაცხყოფა მიაყენე დანის

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 ნოე 2021, 18:45

    საერთოდ არ შეცვლილა ეს მოსიარულე პოზიტივი❤❤

    ძაან ასწორებს ასეთი შემართებით რომ არის, და თვითონ რაც თქვა დესტს დავეხმარებიო ძალიან კარგია, იმედია კარგ მარჯვენა მცველს დააყენებენ დესტისგან, არადა დესტი ცუდი არაა, დარტყმა იცის, სწრაფიცაა და ტექნიკურიც, ამას პასების გაუმჯობესება სჭირდება და მოედნის ხედვაც უნდა გაიუმჯობესოს, მაგრამ მაგას გამოცდილება მოიტანს