workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესის პრეზენტაცია

დანი ალვესის პრეზენტაცია

“კამპ ნოუზე” “ბარსელონაში” დაბრუნებული დანი ალვესის პრეზენტაცია გაიმართა.

ბრაზილიელმა “ბარსასთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

დანი ალვესის პრეზენტაციას 10 387 ადამიანი ესწრებოდა.

ალვესის გამოსვლა:

“ბარსას” დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, დაბრუნება ვცადე, მაგრამ მითხრეს, რომ მათ გეგმებში აღარ შევდიოდი. მე წავედი იმ იმედით, რომ ერთ დღეს დავბრუნდებოდი.
მაშინ გითხარით, რომ ეს კლუბი თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. მე ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. Visca Barca, Visca Catalunya.
გუნდში ბევრი ახალაგაზრდაა, რომელთაც დიდი ამბიციებია აქვთ. გვინდა, რომ ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ და “ბარსა” უკეთესი გავხადოთ, ეს ჩვენი მიზანია. დარწმუნებული ვარ, რომ თუ გავერთიანდებით და თავდაუზოგავად ვიშრომებთ, წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ ვართ მეტი, ვიდრე კლუბი. 
8 ნომერი? ეს ინიესტასა და სტოიჩკოვისთვის პატივსაცემადაა. 

ლაპორტას გამოსვლა:

დღეს დიდებული დღეა! დანი დაბრუნდა, ის პროფესიონალია. დანი გუნდში კარგ განწყობას შემოიტანს.

ის დიდებული და გამორჩეული ადამიანია, რომელსაც კლუბისთვის ბედნიერება მოაქვს.  Visca Barca i Visca Dani Alves!

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 17 ნოე 2021, 20:37

    ამან დემბელეზე უკეთესად აკენწლა.

  • kanja
    schedule 17 ნოე 2021, 18:17

    იყოს რა, ქოჩორი გაუცვდება?

  • iniesta
    schedule 17 ნოე 2021, 17:41

    რიკი პუჩმა პიანიჩს მიბაძა და გაუკიდა ამანაც ჩილიმს :))))

  • EL MAESTRO 6
    schedule 17 ნოე 2021, 17:10

    მათ გეგმებში აღარ შედიოდა თურმე🤦‍♂️, მაგიტო არ გვიბრწყინავდა მარჯვენა ფლანგი🤦‍♂️🤦‍♂️, ბართომეო შენი გამზრდელი მიაცენზურა უმტიტიმ