“ბარსელონაში” ეჭვობენ, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გერმანიაში მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო. ინფორმაციას ჟურნალისტი ხავი მიგელი ავრცელებს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჰანზი ფლიკმა, 29 წლის მეკარე ლიხტენშტაინის წინააღმდეგ გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის (9-0) თავდაპირველ განაცხადში შეიყვანა, თუმცა მოგვიანებით კევინ ტრაპით ჩაანაცვლა.
ტერ შტეგენის დაზიანება “ბუნდესნაკრებს” არ დაუდასტურებია. ფეხბურთელმა ჩავი ერნანდესთან საუბრის დროს თქვა, რომ კარგადაა, მაგრამ პერიოდულად დისკომფორტს გრძნობს.
“ბარსელონა” გერმანელ მეკარეს გამოკვლევებს კატალონიაში დაბრუნებისთანავე ჩაუტარებს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, მოუწევს თუ არა მარკს შეხვედრების გამოტოვება.



წყევლა გვაქვს თუ რა უბედურებაა.
ბიჭოო ამის ტრავმაღა გვაკლდა სრული " ბედნიერებისათვის "

აუ ამანაც თუ ტრავმა აიკიდა სულ დავიღუპეთ
გავარტყი დონარუმას როცა შტეგენია
ღლეპორტ დონარუმა როგორ დაკარგე შე ქინძო.
ვიდრე ფასი აქვს შტეგენს, გაყიდეთ! რობერტოც გაყიდეთ! მოაშორეთ რა ზედმეტები გუნდს. აღარ გვინდა ამათი ყურება 🙁
ეს ამ ზაფხულს გაკეთებული ოპერაციის რეციდივია ალბათ.