კატალონიური “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სუპერ თასის ფინალს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, ანალიზი გაუკეთა.
გვარდიოლამ ახსნა ფაქტი, თუ რატომ დაარღვია კლუბის ტრადიცია და რატომ ჩავიდა მადრიდში 1 დღით ადრე: “ფინალი უძლიერესი მეტოქის წინააღმდეგ უნდა გავმართოთ. გუნდი ყველაფრისთვის უნდა მოვამზადოთ. “რეალი” შედეგის მხრივ შესანიშნავად თამაშობს. ეს წინა სეზონშიც დამტკიცდა. იმედი მაქვს “ბერნაბეუზე” ყველაფერი ფეხბურთით გადაწყდება. ამ ტიტულის მოპოვება მოწინააღმდეგესაც სურს” – დაასრულა გვარდიოლამ.
