მიუნხენის “ბაიერნის” გარემარბი, კინგსლი კომანი, შესაძლოა, “ბარსელონას” შეუერთდეს.
Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი კატალონიური კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის პირველი სატრანსფერო სამიზნეა. ტრავმების გამო კომანმა მიმდინარე სეზონში, 11 ჩატარებულ მატჩში ძირითადი შემადგენლობიდან თამაში მხოლოდ 2 შეხვედრაში დაიწყო.
25 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი “რეკორდმაისტერთან” 2023 წლამდე მოქმედებს, პორტალი Transfermarkt კი მის სატრანსფერო ღირებულებას 55 მილიონ ევროდ აფასებს.
ეგეთი დემბელეც გვყავს, თანაც მბაპეზე უკეთესი ყოფილა, ეხლახანს გავიგე.
ამას ტრავმიანები ევასება მგონი, აბა დემბელე და კომანი რატომ უნდა მოგწონდეს როცა ამდენი კარგი ფეხბურთელია.
კაი იგროკია მარა ინვალიდია
კომანი არაა ცუდი, მაგრამ მეეჭვება ბაიერნმა ეგ ადვილად გაუშვას. ეს ბარსას ხელმძღვანელობაც კაი ხროვაა; სპორტინგში რომ გონჩალვესია მოედანზე სასწაულებს სჩადის. თვალები სად აქვთ ამათ? ან აიაქსში რომ ალვარესია, რა მაგრად შლის შეტევებს. ტოდიბო საფრანგეთში ჩემპიონობისთვის იბრძვის. ტოდიბოს რომ გაუშვებ და რობერტოს, უმტიტისა და ლენგლეს დაიტოვებ ესე იგი ავადმყოფი ხარ და ფეხბურთი გეზიზღება. აბა სხვა რა უნდა იფიქრო? 🙁