არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი ნოემბრის სანაკრებო პაუზას მცირე ტრავმით შეხვდა.
“ლა პულგამ”, მარცხენა მუხლზე არსებული დაზიანების გამო, “პარი სენ-ჟერმენის” რიგებში ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა და მისი ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
TycSports-ის ინფორმაციით, ლიონელ სკალონი “სელესტეს” წინააღმდეგ მესისთვის მცირე სათამაშო დროის მიცემას გეგმავს – შესაძლოა, ლეოს სასტარტოში დააწყებინოს ან მეორე ტაიმში შემოიყვანოს.
წყაროს თანახმად, მიზანი ისაა, რომ ურუგვაისთან მსუბუქის დატვირთვის შემდეგ, მესიმ ბრაზილიის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.
არგენტინის ეროვნული ნაკრები ურუგვაის 13 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე, სტუმრად დაუპირისპირდება.