ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონამ” ფიზიოტერაპიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟუანჟო ბრაუ და ფიტნეს მწვრთნელი ალბერტ როკა თანამდებობიდან გაათავისუფლა.
AS-ის ინფორმაციით, მორიგი ადამიანი, რომელიც კლუბს დატოვებს ჟაუმე ბარტრესია – ის ვარჯიშისა და GPS მონაცემების კონტროლზეა პასუხისმგებელი,
როგორც ცნობილია, მის ფუნქციებს ჟუვენილ A-ს ფიზიკური მწვრთნელი, ანდრეს მარტინი შეითავსებს.
ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ფიზიოტერაპევტმა ხავი ლინდემ პოზიციები დათმოს, ვინაიდან, ჩავის კლუბში ჟუამე მუნილის გადმოყვანა სურს, რომელიც ამჟამად ფუტზალის გუნდის სამსახურშია.
სავარაუდოა, რომ პოსტიდან დანი რომეროც გათავისუფლდება, რომელიც სავარჯიშო დარბაზის ფიზიკური მწვრთნელია.
კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება ექიმის, რიკარდო პრუნას დაბრუნება, თუ მას კლუბში დააბრუნებენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ამჟამინდელ მთავარ ექიმს, ლუის ტილს წასვლა მოუწევს.
ისედაც ვიცოდით რო სამედიცინო შტაბის მთლიანად გასაყრელია. აი ვის მოიყვანს და რას იზავენ ეს იქნება ძალიან საინტერესო.
ხავის მოსვლაზე მეტად სამედიცინო შტაბის გასუფთავება მიხარია :)) როგორც იქნა გვეშველა… ხავის მოსვლის შემდეგ 1 გასროლით რამოდენიმე კურდღელი მოვკლით <3
ამიტომ ეჩხუბებოდა კუმანი დოწტორებს
ტილი და რწყილი… ვის ხელში ყოფილა ფეხბურთელების ჯანმრთელობა
უვარგისი ხალხი გასაყრელია,ფაქტია რომ თავის საქმეს ცუდად ასრულებდნენ და ახლაც ვერ გამოსწორდებიან , დიდი მოლოდინით და ენთუზიაზმით ველი მომდევნო თამაშს💙❤