ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 ნოემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 8 ნოემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 8 ნოემბერს მოხდა.

თამაშები

8 ნოემბერს “ბარსელონამ” 14 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 9 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 3 წააგეს.

1942 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “სელტა” 8-0 გაანადგურა. გოლები ვალიემ (3), მარტინმა (2), ესკოლამ (2) და სოსპედრამ გაიტანეს.

ესკოლას ერთ-ერთი გოლი “ბარსელონასთვის” ლა ლიგაში რიგით მე-500 გამოდგა.

1964 წელი

რეალ მადრიდმა” ზედიზედ მე-5 “ელ კლასიკო” მოიგო, ამჯერად 4-1.

1975 წელი

დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მეკარე ხოსე მანუელ პინტო. 2007-2014 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 91 თამაში ჩაატარა. პინტომ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 ესპანეთის თასი და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

2008 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “ვალიადოლიდი” 6-0 გაანადგურა, სამუელ ეტო’ომ კი პირველ ტაიმში 4 გოლი გაიტანა. ეს იყო ლა ლიგის ზედიზედ მე-3 შეხვედრა, რომელშიც “ბარსამ” მინიმუმ 4 გოლი გაიტანა.

ვიქტორ ვალდესისთვის ეს ლა ლიგაში ჩატარებული მე-200 თამაში იყო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    08 ნოე 2021, 17:31

    2021 წელი.
    ჩავის პრეზენტაცია ბარსაში მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

  • nikusha
    08 ნოე 2021, 11:51

    როგორ მევასებოდა პინტო, პენალტების ეპიზოდში იყო მაგარი

  • azulgerana
    08 ნოე 2021, 11:08

    ეტოის 4 გოლი მაგარი დრო იყო