“ბარსელონას” ცენტრალური თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დღეს “სიუტატ ესპორტივას” ეწვია და თანაგუნდელები და სამწვრთნელო შტაბი მოინახულა.
გარდა ამისა, არგენტინელმა ფეხბურთელმა ვიდეომიმართვის საშუალებით გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:
გამარჯობა, კულეებო! დიდ ჩახუტებას გიგზავნით. გმადლობთ მხარდაჭერისთვის. ახლა დროა, გამოვჯანმრთელდე და მეტ ახალ ამბავს დაველოდოთ.
აგუეროს “ალავესთან” მატჩის პირველ ნახევარში სუნთქვის პრობლემები შეექმნა, რის გამოც შეცვალეს. მოგვიანებით არგენტინელს გულის არითმია დაუდგინდა. 33 წლის ფეხბურთელი 3 თვეს გამოტოვებს.
We are with you, @aguerosergiokun 💙❤️ pic.twitter.com/jM4peDk6a7
— FC Barcelona (@FCBarcelona) November 4, 2021
![სერხიო აგუერო გულშემატკივრებს მადლობას უხდის [ვიდეო]](https://barcamania.ge/wp-content/uploads/2021/11/1636034399_aguero.webp)



მიდი ძმაო მოიხოდე, რეალთან ერთი გოლიც რო გაიტანო სიამოვნებით დაგელოდებით.