workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: უსმან დემბელე და სერჟინიო დესტი ტრავმირებულები არიან

ოფიციალურად: უსმან დემბელე და სერჟინიო დესტი ტრავმირებულები არიან

“ბარსელონას” ოფიციალური საიტი ადასტურებს, რომ პირველი გუნდის ფეხბურთელები – უსმან დემბელე და სერჟინიო დესტი, ტრავმირებულები არიან.

ფრანგ ფეხბურთელს მარცხენა ბარძაყის ნახევრადმემბრანული კუნთის დაჭიმულობა აქვს, ამერიკელ განაპირა მცველს კი ზურგის არეში ტკივილი აღენიშნება.

დემბელესა და დესტის დაბრუნების თარიღს მათი გამოჯანმრთელების პროცესი განსაზღვრავს.

გუნდი “სელტასთან” მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ზემოხსენებული მოთამაშეების გარდა, დღევანდელი ვარჯიში ნეტუმაც გამოტოვა, რომელსაც სიცხე აქვს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (24)

  • Don_Andresito
    schedule 04 ნოე 2021, 21:51

    აი გადავბჟირდი სიცილით ეს რო წავიკითხე, დამრგვალდა, 200 სტატიაა დემბელეს ტრავმაზე. თან 3 კვირაო, მეთქი წლის ბოლომდე ქესტუმ მარა ეგეც მოუწევს. ზე პროფესიონალი დემბემე, სადისტ ექიმთა ჯგუფით და "დიდებული" პრეზიდენტით რომელიც ამის დატოვებას გამალებით ჩალიჩობს შორს წავალთ. დანი ალვეში რო გაუშვეს ალბათ რაიმე შესაწირი გააკეთა და დაწყევლა სამარადჟამოდ ჩვენი მარჯვენა ფლანგი. რობერტო-ნამდვილი წყევლა, ვიდალი – ათამაშდა და ფეხი მოტეხა არაკაცმა ერნანდესმა. დუგლასი-უკომენტაროდ. დესტი – დაექსტაზებული მორბენალი უინტელექტოდ. სემედო- უიღბლო, ყოველგვარი ტალანტის ჩამხშობი მწვრთნელი შეხვდა, ასევე 0 მხარდაჭერა გუნდისგან რობერტოსთან ძმაკაცობის ამბავში. მერე შეტევა ვნახოთ, დემბელე-ოფიცილაურად ტრავმირებული სამი ასო. მალკომი- ასევე ვალვერდეს შეწირული ნიჭიერი ბიჭი. ტრინლაო-კუმანის ახირებას გადაყოლილი. დემირი-უკომენტაროდ. სალაჰიც რო მოვიდეს ან ფეხს მოიტეხს ან კოუტინიოდ გადაიქცევა. დანი უნდა დავაბრუნოთ იქნებ აგვხსნას წყევლა.

  • sophie-gaucho
    schedule 04 ნოე 2021, 21:20

    დემბელეზე ვიცინო თუ ვიტირო აღარ ვიცი, როდის მოასწროოო 🤣🤣🤣

  • basa7
    schedule 04 ნოე 2021, 20:37

    რაააააა? :)))))) ვერ დავიჯერებ ვერა:)))))))

  • ROUCH
    schedule 04 ნოე 2021, 20:14

    დემბელეს კი არა ამათი ფიზ მომზადების ინსტრუქტორს შევთხარე. მარტო ეს ჩემალალა რო იმტვრეოდეს კიდე ხო მაგრამ ნახევარი გუნდი ალეწილია