უკვე მეოთხე სეზონია, ანდრეს ინიესტა “ვისელ კობეს” რიგებში თამაშობს.
იაპონური კლუბის ფეხბურთელმა, ლეო ოსაკიმ, Stats Perform-თან ინტერვიუში “ბარსელონას” ლეგენდაზე ისაუბრა.
ინიესტა აქ უბრალოდ კარიერის დასასრულებლად არ მოსულა. ის გამარჯვებისთვის მოვიდა და ამას სავარჯიშო მოედანზე და გასახდელში კარგად ვხედავთ.
მისი ჩამოსვლის პირველივე დღეს ფეხბურთელების რეაქცია პოზიტიური იყო – ანდრესი უმეტესობას მხოლოდ ტელევიზიით გვყავდა ნანახი და შანსი მოგვეცა, მის გვერდით გვეთამაშა. ეს ახდენილი ოცნება იყო.
თამაშის დროს ინიესტა თანაგუნდელებისგან ბევრს ითხოვს. არა მხოლოდ იმ ფეხბურთელებისგან, რომლებიც მინდორზე მასთან ახლოს არიან, არამედ მეკარისა და ფორვარდებისგანაც. როცა ცუდი მომენტები გვაქვს, ის გვესაუბრება, მოტივაციას გვაძლევს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი არ ჩამოიშალოს.
– განაცხადა ოსაკიმ.
მიმდინარე სეზონში “კობე” აზიის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრისთვის იბრძვის, ინიესტას ანგარიშზე კი 22 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 2 ასისტია.




ნეტა რაღას გავუშვით, ვინაა ამაზე უკეთესი დღეს.