workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო აგუერო: ელ კლასიკოში თამაში განსაკუთრებულია

სერხიო აგუერო: ელ კლასიკოში თამაში განსაკუთრებულია

“ბარსელონას” არგენტინელი თავდამსხმელი, სერხიო აგუერო “ელ კლასიკომდე” ერთი დღით ადრე Barca TV-სთან საუბრობს:

ის, რომ ახლა აქ ვარ და “ელ კლასიკოს” მოგების შესაძლებლობა გვაქვს, რაღაც განსაკუთრებულია, რადგან ეს ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება.

ყოველთვის, როცა ამ დაპირისპირებას ვუყურებდი, რაღაც მშვენიერი, განსხვავებული გრძნობა მეუფლებოდა. მესის გამო, მუდმივად “ბარსელონას” ვგულშემატკივრობდი. საკუთარი შესაძლებლობების გარდაქმნა ასეთი მატჩების მოგებისთვის გადამწყვეტია.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, 3 ქულის მოპოვების გარდა, გულშემატკივარს სიხარულს ანიჭებ. მაგალითად, მოგების შემთხვევაში, კლუბის იმ ფანებს, რომლებიც მადრიდში იმყოფებიან, ქუჩებში “ბარსას” მაისურით სიარული შეეძლებათ.

“ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება. აგუეროს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა, დიდი ალბათობით, გარკვეული დრო ხვალაც მიეცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 26 ოქტ 2021, 22:18

    კარგია რო ბოლომდე ითამაშა. მშრალად მაინც არ წავაგეთ.

  • me da barca
    schedule 24 ოქტ 2021, 12:47

    ამის გამარჯვების მომტანი გოლი გაასწორებდა ხვალ. იქეთ მესის გაუხარდება მეგობრის და ბარსას პონტში.