კვირას, “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება და ზედიზედ ოთხი მოუგებელი მატჩის შემდეგ, მთავარი მეტოქე დაამარცხოს. მომავალი “ელ კლასიკო” “ბარსას” თავკაცისთვის, რონალდ კუმანისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება – ნიდერლანდელს შანსი ექნება, კარლო ანჩელოტის, კარიერაში პირველად მოუგოს. აქამდე ისინი ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში ერთმანეთს ჯამში ხუთჯერ დაუპირისპირდნენ და უპირატესობას იტალიელი ფლობს.
კუმანსა და ანჩელოტის ფეხბურთში დაახლოებით 40 წლის სტაჟი აქვთ. იტალიელის დებიუტი 1976 წელს “პარმაში” შედგა და პროფესიონალურ დონეზე 1992 წლამდე თამაშობდა. ნიდერლანდელმა კი თავი ფეხბურთს 1980 წელს დაუკავშირა და ბურთს 1997 წლამდე აგორებდა. თავიანთი ხანგრძლივი კარიერების მიუხედავად, ისინი ფეხბურთელის რანგში ერთმანეთს ერთხელ დაუპირისპირდნენ.
ერთი შეხვედრა ფეხბურთელის რანგში
კუმანის და ანჩელოტი ერთმანეთს ეროვნულ ნაკრებებში დაუპირისპირდნენ. 1990 წლის 21 თებერვალს როტერდამში ნიდერლანდების ეროვნულმა გუნდმა იტალიას უმასპინძლა და შეხვედრა 0-0 დასრულდა.
62 წლის იტალიელი თავის დროზე “რომასა” და “მილანის” ღირსებას იცავდა, ნიდერლანდელი კი – “ბარსასას”, ისინი 1988 წლის ევროპის ჩემპიონატსა და 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ასპარეზობდნენ, თუმცა ერთმანეთის წინააღმდეგ არ უასპარეზიათ.
ოთხი შეხვედრა მწვრთნელის რანგში
ანჩელოტიმ მწვრთნელის კარიერა 1995 წელს დაიწყო, კუმანმა კი – 2000 წელს. ახალ ამპლუაში მათი გზები ოთხჯერ გადაიკვეთა, ოთხჯერვე 2003 წელს. მაშინ ანჩელოტი “მილანის” დამრიგებელი იყო, რონალდი კი “აიაქსს” ხელმძღვანელობდა.
იტალიურ-ნიდერლანდული დაპირისპირება 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში შედგა, 2003/04 წლების სეზონში კი გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ოთხი შეხვედრიდან 3 მილანმა მოიგო, 1 კი ფრედ დასრულდა.
იმედი ვიქონიოთ, რონალდ კუმანი ანჩელოტის დამარცხებას მეექვსე ცდაზე, “ბარსელონას” მწვრთნელის რანგში მოახერხებს.




უნიჭო ხეა და იმიტომ
ანჩელოტის ხო ყურებიდან გადმოსჩქეფს ტვინი რაა! :დდდ კუმანზე ნაკლები დებილი რითია ნეტავ..
ფრე მართლაც კარგი შედეგია. კიევთან ნანახმა დიდი ეჭვები გამიჩინა.
ეჰ ნეტარ არიან მორწმუნენი ……რა დრო დადგა
ფრე თუ ვითამაშეთ მიღწევა იქნება 
ყველაფერი რაც აქამდე მომხდარი არ იყო ბარსაში გააკეთა კუმანმა და იმედია ამ ტრადიციას არ დაარღვევს
უნიჭო ხეა და იმიტომ
ვერასდროს ვერ მოუგებს