ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე კვირას, “ბარსელონასა” და მადრიდის “რეალს” შორის გასამართ მატჩს თვალს ტრიბუნებიდან მიადევნებს. ეს ინფორმაცია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა.
51 წლის სპეციალისტი ნოემბრის სანაკრებო პაუზისთვის “ბლაუგრანასა” და “ბლანკოსის” ესპანელ მოთამაშეებს დააკვირდება. “ფურია როხა” ნოემბერში საბერძნეთსა და შვედეთს დაუპირისპირდება.
“ელ კლასიკო” კვირას, 24 ოქტომბერს “კამპ ნოუზე” გაიმართება. 8 მატჩის შემდეგ “ბარსელონა” 15 ქულით მე-8 ადგილზეა, “რეალი” კი 17 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.




ბიჭებს რომ მოტივაცია აუმაღლოს, მაგიტომ მოდის
აბა კუმანის დამჟავებული სახის შემხედვარე სახლში წასვლა და დაძინება თუ უნდათ
დაბრუნდიი 🙂
ლუჩო არგინდა გასახდელში ჩახვიდე და პატარა ტაქტიკური გაკვეთილი ჩაუტარო ბიჭებს?
"ელ კლასიკო" კვირას, 24 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" გაიმართება. 8 მატჩის შემდეგ "ბარსელონა" 15 ქულით მე-8 ადგილზეა, "რეალი" კი 17 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.
რა პრობლემაა, მოვუგოთ და გადავასწრებთ.