“ბარსელონამ” ბოლო ერთ კვირაში კონტრაქტები გუნდის უმნიშვნელოვანეს ფეხბურთელებს, პედრისა და ანსუ ფატის გაუხანგრძლივა. ახლა კატალონიური კლუბი რონალდ არაუხოსთან, სერჟი რობერტოსა და უსმან დემბელესთან შეთანხმებას ცდილობს. იტალიელი ჟურნალისტი, მატეო მორეტო თითოეულ მათგანთან დაკავშირებულ ინფორმაციას ავრცელებს.
უსმან დემბელე
დემბელესთან მოლაპარაკებებში წინსვლა არ შეინიშნება, მეტიც – რეგრესირებს და შესაძლოა დიდ არეულობაში გადაიზარდოს. ფრანგის აგენტი, ჟორჟე მენდეში შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს. როგორც იწერება, ამ უკანასკნელმა 24 წლის ფეხბურთელი “ნიუკასლს” შესთავაზა. დემბელეს 1-ლი იანვრიდან მოლაპარაკებების გამართვა ნებისმიერ კლუბთან შეეძლება და გამორიცხული არაა, მან ახალი გუნდის ძიება მართლაც დაიწყოს.
სერჟი რობერტო
“ბლაუგრანას” მესამე კაპიტანთან მოლაპარაკებები კვლავ შეჩერებულია. ახლო მომავალში მხარეებს შორის შეხვედრა დაგეგმილი არაა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებები ნოემბერში განახლდება.
რონალდ არაუხო
ურუგვაელთან შეთანხმება ახლოს არაა. 22 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებები გაგრძელდება. კონტრაქტის გახანგრძლივება ორივე მხარის ინტერესებშია. არაუხოს “ბარსასთან” არსებული ხელშეკრულება 2023 წლამდე აკავშირებს




ამათგან არაუხოს უნდა გაუხანგრძლივონ. ის ორი ზამთარსივე გაუშვან თუ უნდათ