მიმდინარე სეზონის დაწყებამდე “ოქროს ბურთის” მოგების მთავარი ფავორიტი ლიონელ მესი იყო, მაგრამ ბოლო დროს კითხვის ნიშნები გაჩნდა, რისი მიზეზიც ისაა, რომ ლეოს “პარი სენ-ჟერმენში” თავისი შესაძლებლობები ჯერ არ წარმოუჩენია.
ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ “ოქროს ბურთი” რობერტ ლევანდოვსკიმ უნდა მიიღოს, ზოგს კი ამ ჯილდოს ქარიმ ბენზემასთვის გადაცემა ჰგონია სამართლიანი. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები თავიანთი არჩევანის მიზეზად სტატისტიკას იშველიებენ, მაგრამ გვხვდება სასაცილო მიზეზებიც. გთავაზობთ 3 ყველაზე სასაცილო მიზეზს, თუ რატომ არ უნდა მოიგოს მესიმ “ოქროს ბურთი” 2021 წელს.
მესის შანსი 0% არის, “ოქროს ბურთი” კიელინიმ უნდა მოიგოს
არსებობდა ასეთი ფეხბურთელი, სანდრო ვაგნერი, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა. ფეხბურთელობის დროს ვარსკვლავებს ნამდვილად ვერ წყვეტდა და როგორც ჩანს, გადაწყვიტა, ყურადღება ასე მიიქციოს:
კიელინის არაფერს ვერჩით, მაგრამ…
დავიღალე…
ვაგნერისგან განსხვავებით პატრის ევრა საქვეყნოდ ცნობილი ფეხბურთელია. ის “მანჩესტერ იუნაიტედში” 8 წლის განმავლობაში ძალიან მაღალ დონეზე თამაშობდა და ამ დროის განმავლობაში ლეო მესისთან ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალის წაგება მოახერხა. პოზიციიდან გამომდინარე (მარცხენა მცველი), ევრას დაღლა ადვილი საქმე ნამდვილად არაა, მაგრამ მესიმ ეს მაინც მოახერხა:
დაისვენე პატრის, დაღლილი იქნები.
მან ფეხბურთელს ხელი ჰკრა
ჩემი ფავორიტი მიზეზი ესაა. კიდევ ერთი ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი ფრანკ ლებეფი ასეთ მიზეზს გვთავაზობს:
მისიე ლებეფს ავიწყდება, რომ 1998 წლის 25 ოქტომბერს ზინედინ ზიდანმა წითელი ბარათი მიიღო, თუმცა იმავე წლის 22 დეკემბერს მას “ოქროს ბურთი” მაინც ჩაახუტეს.