წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 21 ოქტომბერს მოხდა.
თამაშები
21 ოქტომბერს “ბარსელონამ” 15 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 6 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს.
1937 წელი
დაიბადა “ბარსელონასა” (1976) და “ბარსა ბ-ს” ყოფილი მწვრთნელი (1976-1978) ლაურეანო რუისი.
1945 წელი
ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონა” “ბილბაოსთან” 0-6 განადგურდა.
1956 წელი
“ლას პალმასთან” სტუმრად 0-1 წაგებულ შეხვედრაში “ბარსამ” ლა ლიგაში მე-1000 გოლი გაუშვა. ამ გოლის ავტორი კაბრერა იყო.
1965 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი მცველი ანდონი გოიკოეჩეა. 1990-1994 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 178 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. გოიკოეჩეამ კატალონიურ გუნდში 4 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა და 1 ევროპის სუპერ თასი მოიგო. 1990/91 წლების სეზონში ის Don Balon-ის ვერსიით ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2000 წელი
“ელ კლასიკო“, რომელშიც ლუიშ ფიგუმ “კამპ ნოუზე” “რეალ მადრიდის” მაისურით პირველად ითამაშა, კატალონიელებმა ლუის ენრიკესა და სიმაუს გოლებით 2-0 მოიგეს.
2025 წელი
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე “ოლიმპიაკოსი” 6-1 გაანადგურა.
ფერმინ ლოპესმა სამი გოლი გაიტანა, მარკუს რაშფორდმა – ორი, ხოლო ლამინ იამალმა – ერთი, თერთმეტმეტრიანიდან.
ფერმინი გახდა პირველი ესპანელი ფეხბურთელი “ბარსელონას” ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ჰეთ თრიქი შეასრულა. მანამდე ეს “ბარსელონას” რვა არაესპანელ ფეხბურთელს ჰქონდა გაკეთებული.
ფერმინმა სამივე გოლი მარცხენა ფეხით გაიტანა.




ეს ის თამაში იყო გოჭის თავი რო გადმოუგდეს?