ბარსელონას იური ტილემანსი მოსწონს

ბარსელონას იური ტილემანსი მოსწონს

“ბარსელონამ” თვალი “ლესტერის” ნახევარმცველს, იური ტილემანსს დაადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, “ბარსას” ბელგიელი ფეხბურთელი ძალიან მოსწონს, მაგრამ კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა ტილემანსისთვის ბრძოლაში ევროპის სხვა წამყვან კლუბებთან კონკურენციის გაწევასა და 24 წლის შუახაზელის შეძენას თითქმის შეუძლებელს ხდის.

იმავე წყაროს ინფორმაციით, რონალდ კუმანი ტილემანსს უფრო საინტერესო მოთამაშედ მიიჩნევს, ვიდრე ჯორჯინიო ვეინალდუმს, რომლის გაფორმებასაც “ბლაუგრანა” გასულ ზაფხულში ცდილობდა.

ცნობისთვის, ტილემანსის “ლესტერთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში იწურება.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (6)

  • basa7
    19 ოქტ 2021, 17:32

    რა იდიოეტები არია, სამი თუ ოთხი წლის წინ 2 მილიონად შეეძლოთ ყიდვა და უარი თქვეს. ძალიამ მაგარი ბიჭია და მრავალმხრივია, საყრდენზეც შეუძლია, ცენტრალურ ნახევარმცველადაც და შეტევაშიც ისეთს უბრახუნებს შორიდან რომ კოუტინიოს არ დაესიზმრება. ვერ იყიდიან თორემ ნამდვილად გაგვაძლიერებდა. რაც მთავარია მოაზროვნე ფეხბურთელია.

  • nika 54
    19 ოქტ 2021, 16:12

    კუმანს თუ მოსწონს, არ ვარგებულა დავანებოთ თავი.

  • Iniesta_8
    19 ოქტ 2021, 14:43

    ციტატა: riva
    ნახევარმცველებს უნდა შევეშვათ. ფრენკი იდეალურად დადგება ბუსის ადგილას. დალშე გავი პედრი პუჩი ნიკო სრულიად საკმარისია


    რა გავი პუჩი და ნიკო ეგეთი ტალანტები გუნდების 50% ყავს. ფატის და პედრის გარდა არცერთს არაფერი გაუკეთებია. ნახევარდაცვაში თუ არ გვიჭირს აბა სად გვიჭირს მაშინ. 11 დან 6 პოზიცია გასაძლიერებელია.

  • M10 S9 D11
    19 ოქტ 2021, 13:56

    მოიყვანეთ უმაგრესია

  • El pistolero 9
    19 ოქტ 2021, 13:14

    ეს ძაან მაგარი ბიჭია. აზროვნებს მოედანზე რაც მთავარია. შრომობს. დაცვაც იცის და შეტევასაც ეხმარება. კარგი ვარიანტია ძალიან

  • riva
    19 ოქტ 2021, 12:48

    ნახევარმცველებს უნდა შევეშვათ. ფრენკი იდეალურად დადგება ბუსის ადგილას. დალშე გავი პედრი პუჩი ნიკო სრულიად საკმარისია