მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსას” თამაშებს 212.694 მაყურებელი დაესწრო

“ბარსას” თამაშებს 212.694 მაყურებელი დაესწრო

3 თამაშს, რომელიც “ბარსელონამ” ამერიკაში გამართა საერთო ჯამში 212.694 მაყურებელი დაესწრო. ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კლუბს ამერიკაში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს.

“ამერიკასთან” მატჩს 60.807 ადამიანი დაესწრო, როცა სტადიონის მთლიანი ტევადობა 63.000 ადამიანია. ეს მატჩი კი ადგილობრივი დროით 15 საათზე გაიმართა, რაც უჩვეულოა. საკმაოდ დიდი რაოდენომა გულშემატკივრებისა “ბარსას” ქომაგობდა, მაგრამ სტადიონზე ყვითელ ფორმაში გამოწყობილი გულშემატკივებიც შეიმჩნეოდნენ. როგორც ამერიკაში ხდება ხოლმე, მატჩის ზეიმი თამაშის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. ფანებმა სტადიონთან პიკნიკი მოაწყვეს.

“მინესოტასთან” მატჩს 81.807 ადამიანი დაესწრო, ხოლო “ჩივასთან” 70.080. საერთო ჯამში კი 212.694 ადამიანი. 2009 წელს, როცა “ბარსამ” ლოს–ანჯელესში, სიეტლში და სან–ფრანცისკოში ითამაშა მაყურებლების საერთო რაოდენობამ 221.557 ადამიანი შეადგინა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში