მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: “ჩვენ ვიღებთ გამოწვევას”

გვარდიოლა: “ჩვენ ვიღებთ გამოწვევას”

“ჩვენი მეტოქე ესპანეთის სუპერთასის მატჩში მადირიდის “რეალია”, რომელმაც პრე–სეზონში უკეთესი შედეგები აჩვენა, მაგრამ ჩვენ ვიღებთ გამოწვევას. დიახ, ჩვენთვის კიდევ ცოტა დრო იყო საჭირო , რათა საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში ვყოფილიყავით, მაგრამ ფეხბურთელების აზროვნება დიდ როლს თამაშობს. მე შემიძლია დავარწმუნო ჩემი ფეხბურთელები, რომ მათ სუპერთასის მოგება შეუძლიათ“.

ამერიკული ტურნეს შეფასება

“ამერიკულმა ტურმა ძალიან კარგად ჩაიარა, საერთო სურათი ტრავმებმა გააფუჭა, მაგრამ თითოეული ფეხბურთელის მუშაობით კმაყოფილი ვარ. ერთადერთი პრობლემა აქ ძლიერი სიცხე იყო, რამაც ჩვენი ვარჯიშების ინტენსიურობა შეასუსტა. ფილიალის ფეხბურთელები ყოველდღიურად თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ მატჩებში. მათ ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლეს“.

მადლობა გულშემატკივრებს

“ჩვენ ასეთ მხარდაჭერას არ ველოდით და ამისთვის ყველა გულშემატკივარს მადლობას ვუხდით. იმედი გვაქვს, რომ აქ დავბრუნდებით. მადლობა ყველაფრისთვის“. კითხვაზე, თუ რატომაა “ბარსა” ამერიკაში ასეთი პოპულარული პეპმა უპასუხა, რომ “ალბათ ხალხს ჩვენი სტილი მოსწონს“.

სტადიონის შესახებ

“კოვბოის სტედიუმი” არაჩვეულებრივია. ეს შესანიშნავი სტადიონია, რომელიც გაგრილების სისტემით არის აღჭურვილი. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს“.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში