workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კამპ ნოუ 2025 ან 2026 წლამდე დაიხურება

კამპ ნოუ 2025 ან 2026 წლამდე დაიხურება

როგორც ჟოან ლაპორტამ RAC1-თან ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა, უახლოეს მომავალში “ბარსელონა” თავისი საშინაო არენის რეკონსტრუქციას გეგმავს. 

“კამპ ნოუზე” სამუშაოები მომდევნო ზაფხულიდან უნდა დაიწყოს, თუმცა ამის პარალელურად მოედანზე თამაში შესაძლებელი არ იქნება – სტადიონი დროებით უნდა დაიხუროს. შესაბამისად, გუნდს მოუწევს, საშინაო მატჩები პროექტის დასრულებამდე სხვაგან ჩაატაროს, ამ პროცესს კი 3 ან 4 წელი დასჭირდება. 

ლაპორტა ამბობს, რომ ამ პერიოდში “ბარსელონა” “იოჰან კრუიფზე”, კლუბის სათადარიგო მოედანზე ითამაშებს, რომელსაც ამჟამად ქალთა გუნდი და “ბარსა ბ” იყენებს. “ბარსას” პრეზიდენტი გუნდის ქომაგების მისაღებად სტადიონის ტევადობის 40 ან 50 ათასამდე გაზრდას აანონსებს, ეს კი ადვილი ამოცანა არ არის: მოედნის ამჟამინდელი ტევადობა მხოლოდ 6 ათასია. 

პროექტის მიხედვით “კამპ ნოუს” ტევადობა 99 354-დან 110 000-მდე უნდა გაიზარდოს. ასევე იგეგმება სახურავისა და გულშემატკივრების სივრცეების დამატება. მოედნის განახლების ერთ-ერთი მთავარი წყარო სპონსორთან ახალი შეთანხმება იქნება, რაც “კამპ ნოუს” ოფიციალური დასახელების ცვლილებას გულისხმობს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • Gigi
    schedule 09 ოქტ 2021, 23:43

    კიტრი დათესეთ შენდა კუმანმა კამპ ნოუზე ის ფერმერიც დაიხმარიეთ სეტიენია თუ სენტ ეტიენი გამოცდილია მაინც ერთი სარი კია ჩარჭობილი უკვე ჰოლანდიური ჯიშის დესტს გუთანი ჩააბით (ბოლო პერიოდში კი აფაფხურდა მაგრამ მაინც) რობერტო მუშად კრუიფი უმცროსს ტოჩკა აუღეთ ბაზარში და ივაჭროს მოკლედ ეს მაინც ქენით აბა სხვანაირად თქვენ ასეთი თამაშით ფეხბურთს ვერ ააყვავებთ მაგ სტადიონზე და კიტრმა მაინც იყვავილოს ცოტა ვალებს გაგასტუმრებინებთ

  • alen halilovic
    schedule 09 ოქტ 2021, 22:07

    მორჩა ვერ ჩავასწარი… კიდე კაი თბილისში ჩამოვიდნენ, კიდე ვერ ვხვდებით როგორ გაგვიმართლა

  • Iniesta_8
    schedule 09 ოქტ 2021, 19:16

    რეალი 2 წელში მორჩა და 4 წელი რა ამბავია, ან 110000 გაზრდას რა აზრი აქვს, მაგდენი ხალხი მაინც არ ივლის. სტადიონის განახლებას 400-500 მილიონი სჭირდება და მაგდენი ფული აქვთ მოიყვანონ წესიერი მწვრთნელი და ფეხბურთელები.

  • me da barca
    schedule 09 ოქტ 2021, 18:16

    6 ათასიდან 40-50 ათასამდე აწევა ადვილი საქმე გონია ამ აფერისტს? ჯერ ერთს არემონტებს და მერე მეორეს?
    გუნდი ხომ არ გვყავს, ახლა სტადიონიც არ გექნება.

  • NN
    schedule 09 ოქტ 2021, 16:03

    kargia am periodshi naklebad waibilweba.stafioni )) sacodaobaa rasac barcelona da reali aketebs milanis.da ibteris.dabrunebas vfikrobdi chemp ligaze ufro saibtereso.ikneba tko didi istoriis.mkone gubdebis dabrunebatko da kiardabrunden.chaanacvles barselona minimum 3sezoni arafris.imedi aramakvs

  • levanoza
    schedule 09 ოქტ 2021, 15:40

    წნორში ათამაშონ, მილანის ყოფილ სტადიონზე, მეტი მაყურებელი მაინც არ ეყოლება.

  • nika 54
    schedule 09 ოქტ 2021, 13:38

    ციტატა: Norman Bates
    რა დროს სტადიონის რემონტია გუნდი დაიშალა


    ხოდა ზუსტად ეხლაა დრო, სტადიონზე მაინც არავინ ივლის და ეგება მანამდე გუნდიც შეიქმნას ახალი, თორემ ლუკ დე იონგის და ბრეითვეიტების საყურებლად რო არ ივლიან ცხადია.

  • .Gladiator.
    schedule 09 ოქტ 2021, 13:25

    რა 3-4 წელი ბიჭო ხოარ აჩუკენებენ