workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლეო მესი ბარსელონადან წასვლაზე პირველად ისაუბრებს

ლეო მესი ბარსელონადან წასვლაზე პირველად ისაუბრებს

“ბარსელონას” ლეგენდა, ლიონელ მესი, რომელსაც, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, კატალონიური გრანდის დატოვება მიმდინარე წელს მოუწია, ცხოვრების კლუბიდან წასვლაზე, გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენციის შემდეგ, პირველად ისაუბრებს.

საქმე ისაა, რომ შაბათს ლეგენდარული არგენტინელის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდება, რომელიც მან France Football-თან ჩაწერა, საუბრის ერთ-ერთი თემა კი სწორედ “ბარსადან” აბარგება იქნება.

ყველასთვის ცნობილია, რომ 34 წლის ვარსკვლავს “ლურჯ-ბროწეულისფერებთან” ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდა, თუმცა, მას დარჩენის საშუალება ლა ლიგაში არსებული სახელფასო ლიმიტის გამო არ მიეცა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 07 ოქტ 2021, 16:48

    ეს მაგრად გადააგდო ლაპორტამ. ძალიან მეეჭვება კუმანს ეთქვა ეგ კაცი მომაცილეო.

  • me da barca
    schedule 07 ოქტ 2021, 16:19

    ციტატა: SHOTADEPAY9
    მაყუთის გამო წავიდა


    გცოდნია და ბარემ შენ გვითხარი დეტალები.