“ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ კომენტარი გააკეთა ლონდონის “არსენალის” კაპიტნის, სესკ ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერის შესახებ.
“ჩვენ პატივი უნდა ვცეთ “არსენალს” და თავად ფეხბურთელს. მოლაპარაკებები ლონდონურ კლუბთან თავდაჯერებით უნდა გავმართოთ” – ანდონი სუბისარეტას სიტყვებს “AS” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” მიმდინარე კვირას “არსენალს” ახალი და უკანასკნელი შეთავაზებით მიმართავს, რის შემდეგაც ყველაფერი ნათელი გახდება.
