workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება

ოფიციალურად: ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 29 ნოემბერს გაიმართება

ცოტა ხნის წინ, France Football-მა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების თარიღი დაასახელა – ცერემონია 29 ნოემბერს პარიზში, შატელეს საოპერო თეატრში გაიმართება.

ასევე ცნობილი გახდა, რომ საბოლოო კანდიდატების ვინაობა 8 ოქტომბერს გვეცოდინება.

ოქროს ბურთის მთავარ ფავორიტად ლიონელ მესი ითვლება, რომელმაც გასულ სეზონში “ბარსელონასთან” ერთად კოპა დელ რეი მოიგო, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. “ლა პულგას” მთავარი კონკურენტი რობერტ ლევანდოვსკია. 

ცნობისთვის, ოქროს ბურთის მოქმედი გამარჯვებულიც მესია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 2019 წელს მოიგო, 2020 წელს კი, პანდემიის გამო, ცერემონია არ ჩატარებულა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    schedule 30 სექ 2021, 17:10

    ლევანდოვსკის შარშანდელიც ეყოფა წელს ლეოს დაუთმონ ეს ნამდვილად ბოლო იქნება. მაგარი თაობა მოდის.

  • Albicelecte
    schedule 29 სექ 2021, 20:52

    ადრე წავიკითხე, რომ 2 ბურთი გათამაშდება 2020 და 2021, იმედია ძალაშია ეგ გადაწყვეტილება

  • Davita
    schedule 29 სექ 2021, 20:37

    ისეთი სეზონის მერე უსამართლობა იქნება ლევანას რომარ მიცენ, სადაც ევრო 2020 ჩაატარეს 2021 წელს იქ ახლა 2020 ის ოქროც რომ გაათამაშონ არაფერი დაშავდება, უფრო სამართლიანი იქნება თუ 2020 ის ოქროს ბურთს ლევანას გადასცემენ და 2021 ისას ლეოს

  • M10 S9 D11
    schedule 29 სექ 2021, 19:30

    მიართვით მეფეს კუთვნილი ჯილდო

  • KING_BARCA
    schedule 29 სექ 2021, 19:01

    ორივე პარიზშია ნამდვილად, პრიზიც და პრიზიორიც, ლეო😘

  • La Pulga10
    schedule 29 სექ 2021, 18:46

    ერთი ოქროს ბურთი ლევანას,ერთი მეფეს ჩაახუტონ.(გასკდება ერთი ადამიანი ბოღმისგან).

  • me da barca
    schedule 29 სექ 2021, 18:38

    ცერემონია პარიზშია, კლიენტიც პარიზშია.