2021/22 წლების სეზონის პირველი “ელ კლასიკო” 24 ოქტომბერს, 18:15 საათზე გაიმართება.
El Partidazo de COPE-ს ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრას “კამპ ნოუზე” 60 000 გულშემატკივარი დაესწრება – წყაროს ცნობით, ქომაგების დაშვების ლიმიტი 40%-დან 60%-მდე გაიზრდება.
Qué T’hi Jugues-ის თანახმად კი, ამიერიდან, კატალონიურ კლუბებს სტადიონის 60%-ის შევსების უფლება ექნებათ.
“ბარსელონა” “რეალთან” მატჩამდე “ბენფიკას, “ატლეტიკოს”, “ვალენსიასა” და კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება.




ატლეტიკოსთან კიდე რო გააგდონ კუმანი არ გამოვა მასე?არც ვალენსიასთან იქნება და არც რეალთან რა დროსაც მოგების შანსი გავგეზრდება🙃
თუ იმ დღეს შეიძლება 60%-მდე აწევა, რატომ არ შეიძლება ეს ახლა?! ყველგან დაუშვეს ხალხი ესპანეთის გარდა. გეგონება ყველგან იდიოტები არიან ესპანეთის გარდა.
კარგია მაყურებელი რო დაუშვეს, ხელფასების ფულს მაინც გამოვიმუშავებთ.