ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი სესკის ტრანსფერის გამო ბარსელონაში ბრუნდება

როსელი სესკის ტრანსფერის გამო ბარსელონაში ბრუნდება

ფაბრეგასის “ბარსელონაში” გადასვლის საკითხი რამდენიმე საათში დასრულდება. მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი კლუბის მთავარ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას შეხვდა, არსენ ვენგერმა დანებება არჩია და კაპიტანს წასვლის უფლება მისცა. “მეთოფები” ტრანსფერის დასრულებას აჩქარებენ და კატალონიელებს ვადას პარასკევამდე აძლევენ. სწორედ ამიტომ სანდრო როსელმა შეწყვიტა ტურნე ამერიკის შეერთებულ შტატებში და მშობლიურ ბარსელონაში გაემართა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაუსვას წერტილი “არსენალთან” მოლაპარაკებებს.

აქამდე მოლაპარაკებებს ბართომეუ აწარმოებდა, ხოლო ახლა,როცა ოპერაცია უკვე ბოლო სტადიაზეა, საქმეში თავად კლუბის პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს. “ბარსელონა” “არსენალს” 29 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო დამატებით 5 მილიონ ევროს გადაიხდის თავად ფაბრეგასი. შემდგომში კატალონიელები აღნიშნულ ტრანსფერს 6 მილიონ ევროს დაამატებენ და ამით დასრულდება რამდენიმე წლიანი ჭიდილი ლონდონელებთან.

სავარაუდოდ პარასკევს ფაბრეგასი პეპ გვარდიოლას გუნდის წვერი გახდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრებს 10 აგვისტოს ამხანაგური მატჩი ელის იტალიის ეროვნულ ნაკრებთან. შეხვედრა ბარიში გაიმართება და მასში მონაწილეობას ფაბრეგასიც მიიღებს. ეს შესანიშნავი საშუალება იქნება თითქმის 4 თვიანი დასვენების შემდეგ ფორმაში მოსასვლელად. გარდა ამისა, ვისენტე დელ ბოსკეს მიერ ნაკრებში გამოძახებით, სესკი ამოეწერება “არსენალის” ტრავმირებულთა სიიდან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში