10-თვიანი უქმობის შემდეგ “ბარსელონას” ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი გუნდს უბრუნდება. ანსუ ფატი “ბლაუგრანას” 10-ნომრიან მაისურს ხვალ, “ლევანტესთან” მატჩში მოირგებს.
ახლახანს, კატალონიურმა გუნდმა რამდენიმეწამიანი ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც 18 წლის თავდამსხმელი გულშემატკივრებს მიმართავს.
😏 𝐂𝐮𝐥𝐞𝐫𝐬, 𝐈’𝐦 𝐫𝐞𝐚𝐝𝐲.
💙❤️ @ANSUFATI pic.twitter.com/QUgqN2YYFO— FC Barcelona (@FCBarcelona) September 25, 2021
კულეებო, მე მზად ვარ!
– ამბობს ფატი.
ანსუ ფატიმ ტრავმა გასული წლის ნოემბერში მიიღო. როგორც მოსალოდნელია, ის ხვალ მოედანზე დაახლოებით 20 წუთს გაატარებს და დატვირთვას ეტაპობრივად გაზრდის.




მეც მზად ვარ შენი თამაშის სანახავად რომ ვერ ითამაშო კარგად კუტუებს დაგაჭრი!
წარმატებები ანსუს ვისკა ბარსა მჯერა ამ ბიჭის მე მთელი გულით და იმედია არ გამაწბილებს❤️❤️❤️❤️
არ მომწონს ამის ზედმეტად გაპიარება 🙂 ძალიან მეზედმეტება!! მხსნელის როლის დაკისრება არ იმოქმედებს მასზე კარგად
თამაშის წინ ყველა ლოცვად დავდგეთ და სანთლები დავანთოთ, რო ეს ბოლო დღეების ტრადიცია: "თითო მატჩი ერთი დამტვრეული ფეხბურთელი" დამთავრდეს.
🥰🥰🥰🥰🥰
მთავარია ბოლო იყოს ესეთი მძიმე ტრავმა და რეციდივიც არ ქონდეს🙏🏼
იმედია მეტი აღარ დაიტრამვება