workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა კუმანს იქამდე არ გაუშვებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის | ხავი მიგელი

ბარსელონა კუმანს იქამდე არ გაუშვებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის | ხავი მიგელი

დღეს ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ რონალდ კუმანის მომავალი “კადისთან” გასამართი მატჩის შედეგზე არაა დამოკიდებული. AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, პრეზიდენტი სიმართლეს ამბობს, თუმცა ამან “ბარსელონას” გულშემატკივრებს არ უნდა აფიქრებინოს, რომ კლუბი ნიდერლანდელის გაშვებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, კუმანის დრო უკვე ამოიწურა, თუმცა “ბარსა” 58 წლის სპეციალისტს იქამდე არ გაათავისუფლებს, სანამ მის შემცვლელს არ იპოვის. 

კატალონიელები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. ყველაზე რეალური ვარიანტი ბელგიის ნაკრების თავკაცის, რობერტო მარტინესის დანიშვნაა, რომელიც ლაპორტას დიდი სიმპათიით სარგებლობს.

სხვადასხვა კანდიდატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს დღეს ფაბრიციო რომანოც გამოეხმაურა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 24 სექ 2021, 15:04

    ხოდა ჩათვალეთ რო ნაპოვნია რა. ჩავი აღარ უარობს და ის არაბებიც უპრობლემოდ უშვებენ.

  • La Pulga10
    schedule 23 სექ 2021, 21:43

    ლაპორტას უკანალი ეწვის იმის გამო,რომ ჩავის პროექტი აქვს და ლაპორტას არა.ჩავის შეუძლია მარტომ აწარმოოს პროექტი,დარწმუნებული ვარ 100%მზადაა.