workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდ კუმანი გრანადასთან მატჩის წინ

რონალდ კუმანი გრანადასთან მატჩის წინ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნლმა, რონალდ კუმანმა, “გრანადასთან” მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

2020 წლის მარტის შემდეგ დღევანდელი პრესკონფერენცია პირველია, რომელსაც ჟურნალისტები ჩვეულ, არადისტანციურ რეჟიმში ესწრებიან. 

მიხარია, რომ აქ ხართ. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ამ ოთახში. ასეთ რეჟიმში საუბარი ბევრად უკეთესია. 
ვფიქრობ, “გრანადა” ძალიან არ შეცვლილა. მათ მკაფიო სისტემა აქვთ, რომელიც ფიზიკურ სიძლიერეზეა ორიენტირებული და შესაბამისად, მეტი აგრესიით თამაში დაგვჭირდება. კარგია, რომ გულშემატკივრები “კამპ ნოუზე” ჩვენს გვერდით იქნებიან, მთელი წელი მათ გარეშე გავატარეთ. 

“ბაიერნთან” წავაგეთ და ალბათ ახლა მკითხავთ, მეშინია თუ არა ჩემი მომავლის. ასე არ არის. 

მშვიდად ვარ, სიტუაციას რეალისტურად ვუყურებ. 3 მატჩში 7 ქულა ავიღეთ, “ბაიერნს” კი, რომელთანაც “ბარსა” მესის, სუარესისა და გრიზმანის შემადგენლობაში ყოფნის დროს 2-8 დამარცხდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვითამაშეთ. 

ანსუ? ის ერთ კვირაში, ან 10 დღეში დაბრუნდება. დაახლოებით ასეა. 
ყველას აქვს უფლება, საკუთარი მოსაზრება ჰქონდეს. კუმანს ზოგი მხარს უჭერს, ზოგი კი – არა. ეს ნორმალურია. ყველას თავისი მიზეზი აქვს. 
აგუერო ფიზიოთერაპევტთან ვარჯიშობს, ის ჩვენთან არაა. რთულია, ზუსტად ვთქვათ, როდის ითამაშებს ის. რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება. 
კოუტინიოს თამაში შეუძლია. ის წინა შეხვედრაში კარგად ჩაერთო და ახლა მოედანზე მეტი დრო სჭირდება. შეიძლება, ის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდეს, თუმცა 90 წუთისთვის ჯერ მზად მაინც არ არის. 
გუნდში ყველა ცდილობს, რომ პროგრესი გვქონდეს, მაგრამ ვიცით, რომ ეს ადვილი არ იქნება. ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს და ორ დღეში ვერ დასრულდება. 
“ბარსას” მაინც შეუძლია, ყველა თამაშში გამარჯვებისთვის იბრძოლოს. ამისთვის აუცილებელია, მინდორზე მეტი ვიმოძრაოთ, შეტევაში ეფექტურები ვიყოთ და თავი კარგად დავიცვათ. 
ახალგაზრდა ფეხბურთელების სასტარტო შემადგენლობაში დაყენების არ მეშინია, მაგრამ 6 მათგანის ერთდროულად გამოყვანა კარგი აზრი არ არის. 
მოგება ბევრი ფორმაციით შეიძლება, მაგრამ ეს ფეხბურთელებსა და მეტოქეზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, “ბაიერნთან” უფრო გახსნილი წყობით რომ გვეთამაშა, მეტ გოლს გავუშვებდით. 
ჩვენ გვყავს ბალდე, რომელმაც წინა თამაშში დიდი ენერგია შემოიტანა. მარცხენა მცველის პოზიციის დაკავება დესტსა და მინგესას შეუძლიათ, მაგრამ მე მირჩევნია, აქ იმ ფეხბურთელმა ითამაშოს, რომელსაც ძლიერი მარცხენა ფეხი აქვს. ის თავს უფრო კომფორტულად იგრძნობს. 
პუჩმა ბევრი კომპონენტი უნდა გააუმჯობესოს იმისთვის, რომ სათამაშო დრო მიიღოს. ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა მოთამაშემ, მანაც ბევრი უნდა იშრომოს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 20 სექ 2021, 17:25

    მშვიდად ვარ, სიტუაციას რეალისტურად ვუყურებ. 3 მატჩში 7 ქულა ავიღეთ, "ბაიერნს" კი, რომელთანაც "ბარსა" მესის, სუარესისა და გრიზმანის შემადგენლობაში ყოფნის დროს 2-8 დამარცხდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვითამაშეთ.
    ამას უყურეთ რას იაზვობს, ამისთვისაა გასაგდები მარტო.

  • La Pulga10
    schedule 20 სექ 2021, 09:45

    აუუუუ ერთი სული მაქვს ეს როდის წაეთრევა აქედან.დღეს გრანდა ჩაგვიტარებს და მერე ბენფიკა.ლაპორტამ პანღური უნდა ამოსცხოს ამ ხისტავას.

  • rivaldo80
    schedule 19 სექ 2021, 22:15

    ბავშვები ათამაშე მაგით მაინც მოულბობ გულს გულშემატკივრებს…იმას მაინც გავიგებთ ვის რა შეუძლია.ბავშვს 11 ნომერი ჩააცვით და ნება იბოძეეთ ათამაშეთ მიეცით დროო

  • Barca1980
    schedule 19 სექ 2021, 21:01

    დარწმუნებული ვარ , ვერც ერთ თამაშს ვერ მოიგებს , არ შეუძლია მნიშვნელოვანი თამაშების მოგება , მესიმ რომ ათრია ნახევარი სეზონი შარშან და კარგად შეიფერა თითქოს მისი დამსახურება იყო რამე , კი გამოჩნდა რაც შეუძლია წელს . მაგ თაშების მერე იმედია ბარგი ჩალაგებული ექნება .

    ციტატა: Andria
    ბოლო 1 თვე წესით გადამწყვეტი იქნება, ლიგას რო თავი დავანებოთ ამ 1 თვეში 3 რთული მატჩი გვაქვს ატლეტიკო ვალენსია ლიგაზე ბენფიკა და მოყვება რეალი, დიდი გამოწვევა აქვს კუმანს ალტეტიკოსთან რეალთან და ვალენსიასთან მინიმუმ 2 მოგება და 1 ფრე ეპატიება კიდე ხო.

  • MSN G.O.A.T
    schedule 19 სექ 2021, 19:04

    არგაგეშვა მერე შედედამოტ**ულო შენ იქნებ კარებში მაინც დაერტყათ

  • CuleTillIDie
    schedule 19 სექ 2021, 17:31

    წადი ბიძია წადი შენი ნებით, ხომ ხედავ არ გამოგდის არაფერი ფეხბურთელებთანაც კი არ გაქვს კარგი ურთიერთობა სხვა რომ არაფერი. კლუბის ლეგენდამ, რომელმაც პირველი ჩემპიონთა ლიგა მოაგებია გუნდს, ასე როგორ უნდა შეაზიზღო ყველას თავი??

  • Andria
    schedule 19 სექ 2021, 16:58

    ბოლო 1 თვე წესით გადამწყვეტი იქნება, ლიგას რო თავი დავანებოთ ამ 1 თვეში 3 რთული მატჩი გვაქვს ატლეტიკო ვალენსია ლიგაზე ბენფიკა და მოყვება რეალი, დიდი გამოწვევა აქვს კუმანს ალტეტიკოსთან რეალთან და ვალენსიასთან მინიმუმ 2 მოგება და 1 ფრე ეპატიება კიდე ხო.

  • cruyff9
    schedule 19 სექ 2021, 16:54

    ფუ რა უსირცხვლო და მთხლე ტრენერია(თუ ეთქმის ტრენერი საერთოდ)🤮🤮🤮

  • JOHN-DILLINGER
    schedule 19 სექ 2021, 16:36

    ციტატა: me da barca
    ყოველთვის რაღაცას უნდა გადააბრალოს თავის უსუსურობა. ბაიერნთან წაგება 8:2 -ით გაამართლა. 8:2 რომ წააგო იმ ბოსელის დირექტორმა იმიტომ გააჯ–ეს და შენ მოგათრიეს. შენი დროც მალე მოვა.


    1 თვეში ვნახავთ სად იქნება ეს გასიებული ხისთავიანი ჩმორლანდ კუილა.ატლეტიო,ვალენსია რეალს რო მიყოლებით ვეჯახებით მანდ რო ჩაისვრის არ მგონია ეს დატოვონ თანამდებობაზე რომელიც მისთვის შეუფერებელია.

  • me da barca
    schedule 19 სექ 2021, 16:29

    ყოველთვის რაღაცას უნდა გადააბრალოს თავის უსუსურობა. ბაიერნთან წაგება 8:2 -ით გაამართლა. 8:2 რომ წააგო იმ ბოსელის დირექტორმა იმიტომ გააჯ–ეს და შენ მოგათრიეს. შენი დროც მალე მოვა.