ამ ეტაპზე, მომდევნო ზაფხულისთვის “ბარსელონას” სამი სატრანსფერო სამიზნეა გამოკვეთილი: დანი ოლმო, რომელიც ყველაზე რეალური კანდიდატია; პოლ პოგბა, რომელიც ტრანსფერისთვის ხელსაყრელ სიტუაციაშია და ერლინგ ჰოლანდი – ოცნება, რომლის ასახდენად ჟოან ლაპორტა ყველაფერს გააკეთებს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “ბარსას” პრეზიდენტი ნორვეგიელი თავდამსხმელით მოხიბლულია და იმის მიუხედავად, რომ ტრანსფერის განხორციელება სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, გეგმავს, ფეხბურთელი და მისი აგენტი კატალონიაში გადმოსვლაში დაარწმუნოს.
ჰოლანდის გამოსასყიდი თანხა 90 მილიონი ევროა. ამასთან ერთად, მისი მამა და აგენტი შეთანხმებისთვის 20-20 მილიონ ევროს ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბარსას” მხოლოდ კონტრაქტის გაფორმება 130 მილიონი დაუჯდება.
ლაპორტა იმედოვნებს, რომ მინო რაიოლასთან ახლო ურთიერთობის წყალობით შეძლებს, მოთხოვნები შეამციროს.
ერლინგ ჰოლანდი მიმდინარე სეზონს კვლავ დორტმუნდის “ბორუსიაში” ატარებს. აქამდე ჩატარებულ 7 შეხვედრაში მის ანგარიშზე 9 გოლია.




ზღაპრები წავიდა უკვე, ყველამ ვიცით, რომ ჰოლანდიც და პოგბაც რეალში გადადიან, ამას არც ფეხბურთელები მალავენ და არც რეალი. ეს ლაპორტას მორიგი ტყუილია, როგორც მესის დატოვება იყო.
უფრო ოლმო და პოგბა რათა გუნდი კვლავ მოძლიერდეს თუმცა კიდევ დაცვაში გვჭირდება
აცადეთ ლაპოს!!! ბარსა აშენების გზაზეა!
კულეებო ეს წელი როგორმე უნდა გადავიტანოთ!!!
ოლმოში ფულის ყრას ეს მოიყვანონ ოლმო არაფერში გჭირდება
დაიწყო ისევ ზღაპრები ლაპორტამ, აი ნახავთ დაგვპირდება ჰალანდს და პოგბას მოიყვანს ოლმოს და ვიღაცა ლუკის მსგავს ჩობანს
აზრი არააქ ვინმე მარჯვენა მცველის მოყვანას ნორმალურუს ვერავის ვიშოვით მაგას ჯობია ისევ დესტი იდგეს შეტევაში ნორმალურად მაინც მიდის, მაკლედ დანი ალვეშის შემცვლელის ძიებაში კი გავანიავეთ 95 ლიმონი და ჯობია არ მოვძებნოთ კიდე გავანიავებთ ფულს ტყვილა
პ.ს.
მეც მაგ აზრზე ვარ და საერთოდ მგონია რომ ჰოლანდი უბრალოდ სუსტებთანაა მაგარი ბიჭი თორე აქ რო მოვიყვანოთ რო დაგვეტაკება ბაიერნი რვა დეკემბერს ეს შაფსმული ივლის
ეგრეა. კი არის შედეგიანი, ვერ დაუკარგავ, კაი გოლეადორია, თუმცა ისეთი ტიპის ფორვარდი მგონია, როცა გუნდი კარგად თამაშობს, თვითონაც ილაღებს. მარტოს არაფრის გადაწყვეტა შეუძლია, გუნდი თუ ჩააგდებს მატჩს, ესეც ჩააგდებს. ეგეთები ტონა გვყავს ისედაც. ლიდერის მენტალიტეტით გვჭირდება ვინმე და სათამაშო სტილიც შესაბამისი…
არაფერი ბარსელონელის ამას არ სცხია. არც პიროვნება შეესაბამება კლუბს, არც თამაშის სტილი. რეალისთვისაა ზედგამოჭრილი. ამის ცინგლიანი ცხვირი არ დავინახო ჩემს კლუბში 🙂
პ.ს.
სისულელეა ამის ხელფას ბარსა ვერ გადაიხდის კაი ხანი ამიტომ მიბრძანდეს სიტი პსჟში თავისი ღორი რაიოლათი…
ეს და პოგბა ძაან დიდი ძალა იქნება. ისე კი მაგ ნათქვამს დიდად ნუ მიაქვებთ ყურადღებას ჩემი ოცნება. ბარსაში მოვა და ახლა იტყვის ჰოლანდი რო ჩემი ოცნება ყოველთვის ბარსაში თამაში იყოო 😁 ისკო და მოდრიჩიც ბარსას ფანები იყვნენ, მარა კი აღმოჩდნენ რეალში ბოლოს. არ მწამს ეს ბაზარი ლიჩნად მე.
ნურას უკაცრავად)))))))ბარსაში თამაში ყველას ოცნებაა,,ასე იყო არი და იქნება მარადჟამს
რატო წერთ ტყუილს ყველამ იცის უკვე რო 75 იქნება 90 საიდან მოთხარეთ
ლაპორტა რო ამას მოიყვანს :დდდ ან ეს რო მოვა ჭ კლასის გუნდში. მესის გამო მოდიოდა ხალზი აქ, იმ მესის გამო რომელიც თქვენმა ლაპორტამ გააგდო. ახლა ბევრად დალაგებულ გუნდშია ჰოლანდი სად მოვა ამ ბარდაგში? სადაც შეიძლება უცებ მწვრთნელმა უმიზეზოდ აითვალწუნოს? წავა რეალში და ბევჯერ გამოაღებინებს ლაპორტას
რა 90 აბა 75 იო?რომანომაც დაწერა 75 ეღირება ზაფხულშიო.ყველაფერი უნდა გააკეთოს ლაპორტამ ამის გადმოსაყვანას,წკვლინტიანი ოლმოს დედაც არ ვატირეე მაგაში 75 მლნ,როგორ უნდა გადაიხადო.
სამივე მოსაყვანია და პლიუს მცველიც გვინდა მარჯვენა და ცენტრ მცველი