“ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტის, ანსუ ფატის გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს და ის უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს 18 წლის ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და გაირკვევა, როდის შეძლებს დაბრუნებას. ივარაუდება, რომ ეს 23 სექტემბერს “კადისთან” მატჩში მოხდება.
ESPN-ის ჟურნალისტი, მოი ლორენსი კი იტყობინება, რომ ტრავმის მოშუშების პროცესი ნამდვილად სწრაფად მიმდინარეობს, თუმცა ანსუმანეს მოედანზე ან 2 ოქტომბერს მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ, ან ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ ვიხილავთ.
ფატი დაახლოებით 1 წელია, თამაშს ვერ ახერხებს. “ბარსელონა” მასზე დიდ იმედებს ამყარებს, რაც ათი ნომრის დათმობაშიც გამოიხატა.




"ბარსელონა" მასზე დიდ იმედებს ამყარებს, რაც ათი ნომრის დათმობაშიც გამოიხატა.
რა ბევრი კონკურენტი იყო? რო ამას დაუთმეს?
ამას აჩქარებენ ბაიერნთან მარცხის შემდეგ. უეჭველი ვიცი რომ სამ თამაშში დაინვალიდდება
რა ტვინი წაიღეს და რა ვერ ჩამოყალიბდენ ეს ჩემისები, ჯერ კადისიო მერე გრანადაო ახლა ატლეტიკო ან რეალიო, ატლეტიკოსთან დაბრუნება კიარა საერთოდ არ უნდა ათამაშონ ახლა თუარა უეჭველი რეციდივი ექნება , რეალთანაც უნდა მოარიდონ, გრანადასთან მიცენ 10 წუთი და ეგარი რა
აუუუუ აი მართლა ძაან მაგრად შევწუხდი თან დავიღალე
ხო შევწუხდით რა ხან გრანადაო ხან კადისი ოსასუნა ბენფიკა ახლა ატლეტიკო მოკლედ მე ამას ზამთრის სესვენებები რო დამთავრდება მერე უფრო ველოდები მეორე წრეზე
სანამ ზუსტად არ ეცოდინებათ რომ 100% დატვირთვას აიტანს ჩემი აზრით მანამდე არც უნდა ათამაშონ..იგივეს ვიტყოდი დემბელეზეც მიუხედავად ჩემი მისდამი პესიმისტურად განწყობისა ვფოქრობ რომ ამ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ექნება