ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ესპანელი თავდამსხმელით, ჟეფრენ სუარესით დაინტერესებულია პორტუგალიური “სპორტინგი”.
პორტუგალიური გამოცემის, “Record“-ის ცნობით “სპორტინგს” შეტევის ფლანგების გაძილეირება სურს და ლისაბონური კლუბის მთავარი სამიზნე “ბარსელონას” 23 წლის ფეხბურთელი, ჟეფრენ სუარესია.
ფეხბურთელის მამამ და აგენტმა, ეფრენ სუარესმა დაადასტურა “სპორტინგთან” მოლაპარაკებების მიმდინარეობა.



