Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საწინააღმდეგოდ, “ბარსელონა” ანსუ ფატის კონტრაქტის ცალმხრივად გახანგრძლივებას ვერ მოახერხებს – წერს Sport.
მიზეზი ისაა, რომ მოქმედი ხელშეკრულება მაშინ გაფორმდა, როცა ფეხბურთელი 18 წელს მიღწეული არ იყო. ასეთ შემთხვევაში ვადის გაზრდა მხოლოდ ორივე მხარის თანხმობითაა შესაძლებელი.
ანსუს კონტრაქტის თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრესაში დაიწერა, რომ აგენტი ჟორჟე მენდეში “მანჩესტერ სიტის” მის შეძენას სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ El Nacional-ის ცნობით პეპ გვარდიოლა მისი ტრანსფერის წინააღმდეგი აღმოჩნდა.
რაკი 2022 წლის ზაფხულის შემდეგ ცალმხრივად გახანგრძლივება შეუძლებელია, “ბარსა” ფატისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ეცდება. ეს კლუბის გეგმებში ისედაც შედიოდა – ხელმძღვანელები გუნდში მისი როლის გაზრდის ანაზღაურების გაზრდაში ასახვასაც აპირებს.




პიპე ვინ არის? ან საიდან მოიტანე რომ კლუბზე უკეთ აგენტმა იცის. ან რომც იცოდეს მაგას მხოლოდ მაგის ცოდნა ავალია და ამის გამო რატო ვართ ფარჩაკები
რა ფარჩაკები ვართ, აზრზე ხართ. აგენტმა უფრო კარგად იცოდა კონტრაქტის დეტალები ვიდრე კლუბმა. პიპეც, დაკარგულია ესეც. აი ნომერი რათ უნდოდა ვერ გავიგე.
რატო შესთავაზა აგენტმა თუ კი ანსუს წასვლა თვითონ არ უნდა?