“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა “ბარსელონას” ახალგაზრდა თავდამსხმელის, ანსუ ფატის თავის გუნდში გადაბირებას არ გეგმავს.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტი “სიტის” შესთავაზა. როგორც მოგეხსენებათ, ფატის ამჟამინდელი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან სეზონის ბოლომდე მოქმედებს.
როგორც გამოცემა El Nacional იტყობინება, გვარდიოლამ “ქალაქელთა” ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ფატის შესაძლო ტრანსფერი არ განიხილონ, ვინაიდან მას თავის ყოფილ კლუბთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს. “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ პეპის ეს საქციელი მოიწონა და მენდეშის ქმედებით უკმაყოფილო დარჩა.




რანაირად? ფატის დაუკითხავად დაიწყო "მაყუთის კეთება"?
რეებს იგონებენ საიდან ბოდიალობენ რა საფუძველზე
თავის დროზე ალკანტარა ხო აგვახია მელოტმა,ერთერთი ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი იყო მაშინ და 25 მილიონად გაყიდეს
მენდეშმა სჯობს ერთი ადგილი დააყენოს
გვარდიოლა ყოველთვის ბარსას ერთგული იქნება!!!