“ბარსელონას” შემტევ ნახევარმცველს, ფილიპე კოუტინიოს, “ხეტაფესთან” მატჩის განაცხადში მოხვედრის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში ჯერ არ უთამაშია.
AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, რონალდ კუმანი გეგმავდა, 29 წლის ფეხბურთელისთვის სათამაშო დრო “სევილიასთან” მატჩში გამოეყო, თუმცა, ეს შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
შესაბამისად, ივარაუდება, რომ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგაზე, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ დაბრუნდება.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი კოუტინიოს კიდევ ერთ და, ამავდროულად, საბოლოო შანსს მისცემს.
“ბარსა” გერმანულ კლუბს 14 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.




წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი სპეციალისტი კოუტინიოს კიდევ ერთ და, ამავდროულად, საბოლოო შანსს მისცემს.
ბიჭო, ამ ხნის უთამაშებელ ფეხბურთელს აძლევს უკანასკნელ შანსს ბაიერნთან? ეს სადმე წაიკითხეთ თუ მწერლის ფანტაზიის ნაყოფია? ეგება დაგვიწეროთ სად თქვა კუმანმა ეს ბოლო შანსია კოუტინიოსი-ო.
არათანმიმდევრულობა ღუპავს და ნიშანია ცუდი სისტემებს, საქართველო გინდაც როგორც ქვეყანა ბარსა როგორც კლუბი. კაცი თუ ბაიერნისთვის გინდა ხეტაფესთან 5 წთ მაინც არბენინე, თორრ გეგონება ხეტაფესთან არა მარა 1 ტურის წინ ხო ითამაშა. ვაჰ ბიჯო, იცის ბაზარი არაა სად კუმანია და სად ჩვენი ცოდნა ფეხბურთია მარა აკეთებს სი***ას და არც გაგვიკვირდეს?
ძირითადიდან უნდა დაიწყოს ოღონ არა ვინგერის პოზიციაზე
უცებ არ გამოჩნდეს ეხლა ორ მეტრიან გერმანელებში
ინამუსე ახლა და ერთი გოლი მაინც გაუტანე ამ გერმანელ ბო…