ფილიპე კოუტინიო ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ გამოჯანმრთელდა და ლა ლიგის წინა ტურში განაცხადშიც მოხვდა. რონალდ კუმანი მიმდინარე სეზონში მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
ბრაზილიელის დაბრუნება სპორტული კუთხით სასარგებლოა, თუმცა ფინანსური თვალსაზრისით “ბარსას” ზიანს მოუტანს.
Sport-ის ინფორმაციით, თუ კოუტინიო ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმით 100 შეხვედრას ჩაატარებს, “ბარსელონას” “ლივერპულისთვის” 20 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამ შედეგამდე კი 29 წლის ფეხბუთელს მხოლოდ 10 მატჩი აშორებს.
კატალონიურმა კლუბმა ფილიპე კოუტინიო 2018 წლის ზამთარში 160 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.
ბრაზილიელს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს.




ათი თამაში თუ გადააბა ამან აბა აღუდგენია ფორმა და ეგ არის

ხოდა დააჭედეთ ეგ სათადარიგო სკამზე..
პრინციპში ერთი-ორი თამაში დაველოდოთ და გადაბარგდება ისევ ლაზარეთში.. რაის 20 მლნ. სადაა სალივერპულე ფულები! :დდდ
ამ მწვრთნელებს რო მოაპორწიალებენ სხვა ქვეყნებიდან და არაფერში აძლევენ მილიონებს ისევ ქართველი დანიშნონ და ქართველი ამდიდრონ მაინც არაფერი ეშველება საქართველოს ნაკრებს.ვაფშემ რო გააუქმონ არც ეგაა პრობლემა ჩემთვის😁რა საინტერესო იქნება გასახდელში რაზე ილაპარაკებს 26 ცხვარი რა შევცვალოთ რაო😁😁
ტიპები ხალხის დამოკიდებულებით ნაკრებზე არიან კიდე უკმაყოფილოები😂 სუ რო გააუქმონ არა? აღარ შევრცხვებით მაინც ევროპაში😂 ისედაც არ გვაკლია სირცხვილი😂
გულისამრევები არიან.
ჩვენი ნაკრები ფორმაშია🤦♂️სირცხვილი აღარ შერჩათ ამ უპატონოებს რაარი რას გვანან.
მოკლედ 9 მატჩიანი კასტინგი უნდა ჩავუტაროთ და როგორც მანქანებს უმაღლეს აბაროტებზე უნდა ვამუშაოთ. ტუ ამოიქოქ ხო კარგი თუ არ და… მაშინ ვაღიაროთ რო ყელამდე ქაქში ვართ.
ეს თუ სიმართლეა ძაან მაინტერესებს ასეთი იდიოტური კონტრაქტი რომელმა ჭკვიანმა შეადგინა???
ბარემ ბურთს რამდენჯერაც მიიღებს იმდენი მილიონი ვუხადოთ ლივერპულს🤦♂️🤦♂️🤦♂️
რაღაა სიმართლე ვეღარ ვიგებ
ეს ინფო 10 ჯერ დაიწერა, 10 ჯერ კიდე დაიწერა ტყუილიაო. ვერ ჩამოყალიბდა ესპანური პრესა და ვერც ქართული :დ