“ბარსელონას” ახალგაზრდა ფორვარდმა, ჯონათან სორიანომ “ბაიერნთან” მატჩში მარჯვენა მუხლის უკანა მყესის დაზიანება მიიღო. ამის გამო სორიანო გუნდთან ერთად არ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახალგაზრდა “ბლაუგრანელმა” გეზი კატალონიისკენ აიღო, რათა შეაფასოს ტრავმის ხარისხი.
სორიანომ, რომელიც გასულ სეზონში მეორე დივიზიონის ბომბარდირად დასახელდა (32), მონაწილეობა მიიღო “ბარსას” სამივე წინასასეზონო შეხვედრაში. ესპანური გამოცემა “სპორტის” ინფომაციით ახალგაზრდა ფეხბურთელი დაახლოებით ორ თვეს იუქმებს.
ცვლილებებია ამერიკულ ტურნეში. გუნდთან ერთად შტატებში არმანდო ლოზანო და ხავი ესპინოსა გაემგზავრებიან. რაც შეეხება ორიოლ როსელსა და გუსტავო ლედესს, ისინისორიანოსთან ერთად კატალონიისკენ აიღებენ გეზს.
