workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუკ დე იონგის პირველი ინტერვიუ ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

ლუკ დე იონგის პირველი ინტერვიუ ბარსელონას ფეხბურთელის რანგში

ლუკ დე იონგმა “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ კლუბის იუთუბ არხთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა:

ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, დიდებული შესაძლებლობაა. მსოფლიოში უდიდეს კლუბში თამაში დაუჯერებელია. ვიმედოვნებ, გუნდისა და ფანების წინაშე კარგად მოვიქცევი და ჩემი დონის წარმოჩენას შევძლებ. ეს ადვილი არ იქნება. მე ვიცი, რა თვისებები გამაჩნია და ვიმედოვნებ, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა ვიქნები. არასდროს იცი, მომავალში რა მოხდება.
ეროვნულ ნაკრებში კუმანთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. ჩვენ ტაქტიკებსა და სხვა საფეხბურთო საკითხებზე ბევრჯერ გვისაუბრია. ჩემთვის, რონალდი ძალიან კარგი მწვრთნელია. ის ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებულია. “ბარსაში” გადასვლა და კვლავ მასთან ერთად მუშაობა განსაკუთრებულია. კუმანმა მითხრა რომ, ახალი ტიპის თავდამსხმელი სურდა, მან ჩემი თვისებები იცის. 
მემფისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას პსვ-დან და ეროვნული ნაკრებიდან ვიცნობ. ასევე ფრენკი დე იონგსაც ვიცნობ. დეპაის ყოველთვის კარგად ვეწყობოდი და, ვიმედოვნებ, “ბარსაშიც” იმავეს გავაკეთებ. 
დე იონგის სათამაშო სტილი მომწონს. ის, გუნდის სხვა ფეხბურთელების მსგავსად, დიდებული მოთამაშეა. მათ გვერდით თამაში ძალიან მინდა. მე მარკ-ანდრე ტერ შტეგენსაც ვიცნობ. მასთან ერთად მიუნხენგლადბახის “ბორუსიაში” ვასპარეზობდი. ასე რომ, გუნდში რამდენიმე ფეხბურთელთან ურთიერთობა მქონია, რაც ადაპტაციას გამიადვილებს. 

ნიდერლანდელი თავდამსხმელი “ბარსელონას” იჯარით “სევილიადან” შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი პრეზენტაცია ორშაბათს შედგება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 08 სექ 2021, 21:06

    ციტატა: Griezzy7
    იმედია 5 გოლს მაინც გაიტანს confused


    თითო თამაშში? smiley

  • azulgerana
    schedule 05 სექ 2021, 03:09

    ციტატა: vitorborbafereira
    უკომენტაროდ ეს ტიპი საერთოდ რა შუაშია

    ლაპორტა სუფთა ქვეშაჯვია აფერისტია, ტყუილი ამბავია რომ წარმოდგენა არ ქონდა ფინანსურ მდგომარეობაზე

    მოსვლამდე ყველა კანდიდატს ჰქონდა ინფო და ეს სლე ლეოს ოსე მოექცა თითქოს ემერსონ როიალი ყოფილიყო

    და ვინ მოათრია


    ხო აი პრიჩომ. რა სურათია … სოფლელი მენახირეა ესეც

  • QINQO
    schedule 04 სექ 2021, 09:53

    ნაჩქარევი იყო ამის მოყვანა ჩემის აზრით. როგორმე ზამთრამდე გავძლებდით ამის გარეშეც და მაშინ უნდა აეყვანათ ვინმე. მანამდე კიდევ დროს გამოიყენებდნენ თავდამსხმელის შესარჩევად… მაგრამ აქ ბულდოგას თავია დამარხული ეტყობა, ეგ მოითხოვდა

  • azulgerana
    schedule 04 სექ 2021, 05:30

    ციტატა: KING_BARCA
    30 წელზე ქვემოთ არავინ დაიმატოთ, და ცოტახანში ნახავთ როგორ დაგახევენ თავზე ბურთს,ჯერ ისედაც ხო საცოდაობაა ბარსელონას თამაშები, არც ტაქტიკა, არც გააზრებული რამე, და ეხლა ბებრების თავშესაფარიც გახდა ….თქვენი დედა მოვ… მე, ნერვოზი ამკიდეს ამ ბო…ებმა………….


    31 ბებერი არ არის… ბებერი 36 წლიდან შეიძლება უწოდო

  • KING_BARCA
    schedule 04 სექ 2021, 02:02

    30 წელზე ქვემოთ არავინ დაიმატოთ, და ცოტახანში ნახავთ როგორ დაგახევენ თავზე ბურთს,ჯერ ისედაც ხო საცოდაობაა ბარსელონას თამაშები, არც ტაქტიკა, არც გააზრებული რამე, და ეხლა ბებრების თავშესაფარიც გახდა ….თქვენი დედა მოვ… მე, ნერვოზი ამკიდეს ამ ბო…ებმა………….

  • RiquiPuig
    schedule 04 სექ 2021, 01:33

    ქვილითაიაზე უარესი თუ არ იყოს ეს თავი მომაჭერით

  • azulgerana
    schedule 04 სექ 2021, 00:25

    ციტატა: Griezzy7
    იმედია 5 გოლს მაინც გაიტანს confused


    ოცდარვას უეჭველი იტანს

  • Iniesta_8
    schedule 04 სექ 2021, 00:24

    ისე დეიონგი რაშუაშია ზოგი რომ ლანძღავს, რაცაა კი იციან ხელმძღვანელობამ და ამ გაუგებრობაში რომ მოხვდა რა ამ კაცის ბრალია. კარიერის ბოლო წლებს ატარებს და ბარსელონაში თამაშზე რატომ უნდა ეთქვა უარი. არ მე გამხარებია ამის ტრანსფერი, ზანტია და მაზილა მარა ესაა ამის მაქსიმუმი და სულ რომ ვარჯიშით მოკლა ბარსელონას დონეს ვერასოდეს დადებს.