ჩილელმა ფეხბურთელმა, ალექსის სანჩესმა მიიღო გადაწყვეტილება არდადეგების დროს ივარჯიშოს, რათა მოემზადოს “ბარსელონელ” თანაგუნდელებთან შესაერთებლად.
ნაცვლად იმისა, რომ სანჩესი კანონიერი შესვენებით დატკბეს რეგულარულად ვარჯიშობს ჩილეს ნაკრების ბაზაზე, სანტიაგოში.
ჩილეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო ბორხი კითხულობს: “იცით სად არის სანჩესი? ის მარტო იმყოფება პინტო დურანზე (ჩილეს სავარჯიშო ბაზა). ამას ის საკუთარი სურვილით აკეთებს, მისთვის არავის დაურეკავს და არ უთქვამს აქ მოსულიყო“.
ალექსისი ბარსელონაში 8 აგვისტოს უნდა დაბრუნდეს და შეუერთდეს ახალ გუნდს. თავად ალექსის არდადეგებზე წასვლა არ სურდა და გუნდთან ერთად უნდოდა გამგზავრება, მაგრამ პეპ გვარდიოლამ ფეხბურთლს დასვენება ურჩია.
