“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა ლონდონის “არსენალის” მწვრთნელ, არსენ ვენგერ სესკ ფაბრეგასის “ბარსელონაში” გაშვება ურჩია, გადმოგვცემს AS.
შეგახსენებთ, რომ თავად ფეხბურთელი ყველაფერს ცდილობს ლონდონის დასატოვებლად და კატალონიაში გადასაბარგებლად.
“არის მომენტები, როცა ფეხბურთელის შენარჩუნებას აზრი არ აქვს. მე შემიძლია პარალელი გავავლო კრიშრიანო რონალდოსთან. არ შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენთან ბედნიერი არ იყო, მაგრამ როცა მადრიდის “რეალიდან” დაურეკეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო” – განაცხადა ფერგიუსონმა.
