“ხეტაფესთან” დღეს გამართულ შეხვედრაში (2-1) “ბარსელონამ” გამარჯვება მემფის დეპაის გოლის წყალობით მოიპოვა, რომელსაც ასისტი ფრენკი დე იონგმა გაუკეთა.
OptaJohan-ის მიხედვით, ლა ლიგის ეგიდით, აღნიშნული გოლი 2009 წლის მარტის შემდეგ პირველია, რომელიც ნიდერლანდელთა მონაწილეობით გავიდა – მაშინ მეტოქის კარი “რეალის” შემტევებმა, კლას-იან ჰუნტელაარმა და არიენ რობენმა აიღეს.
კონკრეტულად “ბარსას” რაც შეეხება, კატალონიელთა შემადგენლობაში ნიდერლანდელთა შესრულებით ეს გოლი 2004 წლის იანვრის შემდეგ პირველი იყო – 17 წლის წინ იგივე პატრიკ კლუივერტმა და ჯოვანი ვან ბრონხორსტმა მოახერხეს.



ძალიან მაგარი სტატისტიკაა, არ დამავიწყდეს უნდა ჩავინიშნო.
აბაა რა საცოდავია
დე იონგი მეცოდება კუმანის ხელში,ისევ წინ და უკან უნდა იხმაროს.ნელ-ნელა ლოდერად ყალიბდება,ამას ჩავი მიეცი იფფფ.
ეს უაზრო რეკორდები
წარმატებები!! კიდე ბევრი გოლი-ასისტი გეკეთებინოთ ერთმანეთში და არა მარტო. დე იონგი ძაან მაგარია , დეპაი კიდე ლიდერია ამ ბარსასი. ჯერჯერობით ასეა
ბევრი იტყვის რო უაზრო სტატისტიკაა და დავეთანხმებოდი კიდეც სხვა ეროვნებაზე რო იყოს 😃მარა ბარსა და ნიდერლანდები ცალკე თემაა მგონი😁💙❤️🧡 მარტო ამიტომაც შეგვიძლია კრუიფი უდიდეს ფიგურად მივიჩნიოთ. ერთმა კაცმა ამხელა კავშირი შეკრა ორ ქვეყანას შორის 💙❤️🧡