workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნეტუ, შესაძლოა, ვილიარეალში გადავიდეს

ნეტუ, შესაძლოა, ვილიარეალში გადავიდეს

ნეტუ მურარას “ბარსელონას” დატოვება სურს და ამჟამად კარიერის გაგრძელების ერთადერთი რეალური ვარიანტი “ვილიარეალია”.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი მეკარე უნაი ემერის მოსწონს, თუმცა “ყვითელ წყალქვეშა ნავს” “ბარსას” მიერ მოთხოვნილი 15 მილიონის გადახდა არ სურს. ვალენსიური კლუბი ნეტუს იჯარით დამატებაზე ან სერხიო ასენხოში გაცვლაზე იქნება თანახმა.

წყაროს ცნობით, 32 წლის კარის დარაჯს “ვილიარეალში” გადასვლის პერსპექტივა ხიბლავს, რადგან კვლავ მნიშვნელოვანი როლი ექნება. თუმცა, ამასთან, სავარაუდოდ, ხელფასის შემცირება მოუწევს. 

MD წერს, რომ ასენხოს შეძენაზე რონალდ კუმანი უარს არ იტყოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ინიაკი პენიაც ირიცხება, ნიდერლანდელს ტერ შტეგენის შემცვლელად გამოცდილი კარის დარაჯის ყოლა სურს.

32 წლის ასენხო გასულ სეზონში “ვილიარეალის” ძირითადი მეკარე იყო და ლა ლიგაში 36 მატჩი ჩაატარა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nikusha
    schedule 29 აგვ 2021, 18:26

    ისე არაა ცუდი იდეა

    არამგონია ცუდი აზრი იყპს

  • azulgerana
    schedule 26 აგვ 2021, 22:34

    არადა რა ჯილდოს ეღირსა 😁

  • nika 54
    schedule 26 აგვ 2021, 14:55

    გასაგებია, რო კუმანს ტერ შტეგენის შემცვლელად გამოცდილი კარის დარაჯის ყოლა სურს, მაგრამ თუ ახალგაზრდამ პრაქტიკა არ მიიღო სულ გამოუცდელი იქნება.

  • El pistolero 9
    schedule 26 აგვ 2021, 12:29

    15 მილიონი რო ავიღოთ ამაში იიფ