წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 16 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
16 აგვისტოს “ბარსელონამ” 4 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს და 2 წააგეს.
1963 წელი
დაიბადა “ბარსელონას” ყოფილი ბრაზილიელი მცველი ალოიზიო. 1988-1990 წლებში მან “ბლაუგრანას” მაისურით 68 თამაში ჩაატარა. ალოიზიომ კატალონიურ გუნდში 1 თასების მფლობელთა თასი და 1 ესპანეთის თასი მოიგო.
1977 წელი
დაიბადა “ბარსელონას” გორგოლაჭებიანი ჰოკეის გუნდის ყოფილი მოთამაშე ბეტო ბორეგანი. 1994-2012 წლებში მან კატალონიურ გუნდში 58 ტიტული მოიგო. ის კლუბის ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომლის ნომერიც (21) ხმარებიდან ამოიღეს.
1995 წელი
83 წლის ასაკში გარდაიცვალა “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (1960/61) ლიუბიშა ბროჩიჩი.
2009 წელი
ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში “ბარსელონამ” “ბილბაოსთან” სტუმრად 2-1 მოიგო. გოლები ჩავიმ და პედრომ გაიტანეს.
2017 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში “ბარსელონა” “რეალ მადრიდთან” სტუმრად 0-2 დამარცხდა. 2 მატჩის ჯამში კატალონიელებმა 1-5 წააგეს.
2025 წელი
ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “მალიორკასთან” სტუმრად 3-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონას” მაისურით ჟოან გარსიას დებიუტი შედგა.
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში "ბარსელონა" "რეალთან" სტუმრად 0-2 დამარცხდა. 2 მატჩის ჯამში კატალონიელებმა 1-5 წააგეს.
ნუ ამ თამაშების წინ გუნდი ნეიმარის წასვლით ძალიან გატეხილი იყო. რონალდუს კი მაგ დროს უნდება მეტოქის საბოლოოდ დამარხვა. კაი ქნა მსაჯმა რო გააგდო თორემ კიდევ გაიტანდა.
ცა რომ არ იყოს ვარსკვლავია გამოსახული სასწაული
2017 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში "ბარსელონა" "რეალთან" სტუმრად 0-2 დამარცხდა. 2 მატჩის ჯამში კატალონიელებმა 1-5 წააგეს.
ნუ ამ თამაშების წინ გუნდი ნეიმარის წასვლით ძალიან გატეხილი იყო. რონალდუს კი მაგ დროს უნდება მეტოქის საბოლოოდ დამარხვა. კაი ქნა მსაჯმა რო გააგდო თორემ კიდევ გაიტანდა.
2017 რეალთან ცუდი წელი იყო